კირჩხიბი (ასტროლოგია): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: thumb → მინი, px → პქ using AWB
No edit summary
ხაზი 4:
| სახელწოდება = კირჩხიბი
| სიმბოლო = [[კიბორჩხალა]]
| დას_საწყისი = [[2220 ივნისი]]
| დას_ბოლო = [[22 ივლისი]]
| სიდ_საწყისი = [[17 ივლისი]]
ხაზი 20:
'''[[სურათი:Cancer2.jpg|მინი|250პქ|left|კირჩხიბი]]
 
'''კირჩხიბი''' ('''{{Unicode|♋}}''') — [[ზოდიაქო]]ს ნიშანი. იგი არის რიგით მეოთხე ასტროლოგიურ ნიშნების სისტემაში. ზოდიაქოს პრინციპების მიხედვით, მზე ამ ნიშანში იმყოფება დაახლოებით 20 ივნისიდან 22 ივლისამდე.
== ნიშნის ზოგადი დახასიათება ==
მთავრე, არამდგრადი მთვარე, რომელიც თავისი 28-დღიანი ციკლის დროს, 4-ჯერ იცვლის ფაზას. მისი შვილები კი ემოციური, ცვალებადი განწყობის მქონე, მგრძნობიარე ადამიანები არიან. როცა ისინი მთვარის დადებით ციკლში ექცევიან, ისინი ზღაპრულ კულულიან ჩვილს ჰგვანან, რომელიც განუმეორებელი იქნება, თუ კარგ ხასიათზეა, მაგრამ საშინელი — თუკი ცუდ გუნებაზეა.
 
კირჩხიბები ძალიან მორიდებული არიან და უარის უფრო მეტად ეშინიათ, ვიდრე სხვა ყველა ზოდიაქოს ნიშანს ერთად. თუმცა, ისინი პატივმოყვარენი არიან, თითქმის მათი საპირისპირო ნიშნის — თხის რქასავით. მაგრამ, თხის რქისგან განხვავებით, მათი გზა წარმატებისკენ ისეთივეა, როგორიც მათი სიმბოლოსი — კიბორჩხალის. ისინი ზანტები არიან, და ნელ-ნელა უახლოვდებიან იმ მიზანს, რაც დაისახეს. შემდეგ კი, ყველაზე მოულოდნელ მომენტში, ისინი მთელ ნადავლს ითრევენ და კიბორჩხალის მსგავსად, ჩაეჭიდებიან ხოლმე მას და არაფრისდიდებით არ უშვებენ. მთვარე მართავს ქალს. ქალი-კირჩხიბები თავს საკუთარ სტიქიაში გრძნობენ, ხოლო მამაკაცები, იმის მიუხედავად მამაკაცურები არიან ისინი თუ არა, გააჩნიათ ბევრი ის თვისება, რაც ქალებს. მამაკაცი კირჩხიბები სასიყვარულო საქმეებში, სხვა ნიშნებთან შედარებით, ნაკლებად აგრესიულები არიან. თუმცა, ისინი ნაივურობის მიმზიდველ ფასადს ქმნიან, რაც ქალს პირველი ნაბიჯის გადადგმისკენ უბიძგებს.
 
კირჩხიბი — არის ნიშანი, რომელსაც უყვარს კომფორტი. ის ჰოროსკოპის მე-4 სახლს მართავს და ამიტომაც, სახლი და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის.
 
კირჩხიბები ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებენ და ამიტომაც, სასიყვარულო ასპარეზზე და ბიზნესშიც იშვიათად აჩვენებენ თავიანთ შინაგან „მე“-ს, თუ საკუთარ თავში დარწმუნებული არ არიან.
 
კირჩხიბი — ძალიან ღრმა ნიშანია. ისინი თავიან ახალგაზრდულ შეხედულებებს სიბერემდე ინარჩუნებენ. ხშირად, ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცები, სხვებთან შედარებით, ყველაზე დიდხანს ცხოვრობენ სახლში დედასთან ერთად.
 
კირჩხიბს იმ ადამიანების სიმპატია ესაჭიროება, ვისთანაც მას ურთიერთობა აქვს. ისინი ვერ იტანენ პირდაპირ საუბრებს და ძლიერ კრიტიკას, იმის მიუხედავად, დამსახურებულია იგი თუ არა.
 
კირჩხიბებს თავიანთი სახლი უყვართ, მაგრამ მათ მოგზაურობაც მოსწონთ. განსაკუთრებით საზღვაო მოგზაურობები იზიდავთ. ხშირად კირჩხიბებს ენატრებათ წარსული, ბავშვობა.
 
თუ კირჩხიბი გაავებულია (ამის გაკეთება ძალიან რთულია და იშვიათადაც ხდება), ის ხშირად ძალადობრივად მოქმედებს. მთვარე ყველა სითხეს მართავს, ამიტომაც მან ბოროტად არ უნდა გამოიყენოს ალკოჰოლური სასმელები.
 
კირჩხიბების განვითარებულ, დადებით ტიპებს შეუძლიათ იყვნენ ერთგულები. ბევრი მათგანი ქვეყნის პატრიოტია. მათ ასევე შეუძლიათ იყვნენ რომანტიულები და თავგანწირულები. მათი სიმბოლოს — კირჩხიბის მსგავსად, უნდა ისწავლონ საკუთარი შინაგანი „მე“-ს ისევე გაძლიერება, როგორც კიბორჩხალის ჯავშნის. თავისი დამცველი ინსტინქტების წყალობით, კირჩხიბებს ფინანსური გენიის პოტენციალი გააჩნიათ.
 
<br />
{{ზოდიაქო}}
<br />
 
[[კატეგორია:ასტროლოგიური ნიშნები]]