მაიკლ ოუენი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის შეცვლა: fr:Michael Owen (football)
No edit summary
ხაზი 23:
'''მაიკლ ჯეიმს ოუენი''' (დ. [[14 დეკემბერი]], [[1979]], [[ჩესტერი]]) — ინგლისელი ფეხბურთელი, [[მანჩესტერ იუნაიტედი]]ს თავდამსხმელი.
 
ის არის ყოფილი ფეხბურთელის, [[ტერი ოუენი]]ს შვილი. ოუენმა კარიერა დაიწყო [[ლივერპული (საფეხბურთო კლუბი)|ლივერპულში]], 1996 წელს. ლივერპულის ახალგაზრდულ გუნდში კარგი თამაშის შემდეგ მისი დებიუტი შედგა 1997 წლის მაისში. მან პირველ სეზონში 18 გოლი გაიტანა კლუბის მაისურით [[პრემიერლიგა]]ში. მან იგივე შედეგი გაიმეორა მეორე სეზონშიც და იყო ლივერპულის ბომბარდირი 1997-2004 წლებში, მიუხედავად მძიმე ტრამვისატრავმისა. 2001 წელს ლივერპულმა მოიგო სამი ტიტული, [[უეფა-ს ევროპის ლიგა|უეფა-ს თასი]], [[ინგლისის საფეხბურთო თასი|ინგლისის თასი]] და [[საფეხბურთო ლიგის თასი]]. მან ლივერპულის მაისურით ჩატარებულ 216 შეხვედრაში გაიტანა 118 გოლი [[პრემიერლიგა]]ში.
 
2004 წელს ოუენი გადავიდა [[მადრიდის რეალი|მადრიდის რეალში]] 8 მილიონი ევროს სანაცვლოდ. ის ხშირად შემოდიოდა შეცვლაზე. მან გაიტანა 13 გოლი [[ესპანეთის ლა ლიგა|ლა ლიგაში]]. შემდეგ სეზონში ის დაბრუნდა ინგლისში, [[ნიუკასლ იუნაიტედი|ნიუკასლ იუნაიტედში]] 16 მილიონი ევროს სანაცვლოდ. 2005-06 წლების სეზონის კარგი სტარტის შემდეგ, ტრამვებითტრავმებით გამოწვეულმა იძულებითმა შვებულებამ გასტანა 18 თვეს. დაბრუნების შემდეგ ის გახდა კაპიტანი, 2007-08 წლების სეზონში იყო საუკეთესო ბომბარდირი. კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ, ის გადავიდა მანჩესტერში, თავისუფალი აგენტი სტატუსით.
 
ოუენის დებიუტი ნაკრების შემადგენლობაში შედგა 1998 წელს და გახდა იმ დროისთვის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვინც გოლი გაიტანა ნაკრების შემადგენლობაში. 1998 წლის [[მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი|მსოფლიო ჩემპიონატზე]] ასპარეზობამ ფეხბურთელს მოუტანა აღიარება სამშობლოში და ზოგადად, საფეხბურთო სამყაროში. მან ასევე მონაწილეობა მიიღო [[ევრო 2008]]-ზე, [[მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2002|2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე]] და [[ევრო 2004]-ზე. ოუენი არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც გაიტანა გოლი ოთხ საერთაშორისო ტურნირზე. [[მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2006|2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე]] მიიღო ტრამვატრავმა, რომლის განკურნებასაც დასჭირდა ერთი წელი. რამდენიმე მატჩში იყო ნაკრების კაპიტანი. ნაკრების შემადგენლობაში ჩატარებულ 89 მატჩში გატანილი აქვს 40 გოლი.
 
2006 წელს მიღებული ტრამვატრავმა გახდა დავის საგანი [[ფიფა]]ს, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციას დო [[ნიუკასლ იუნაიტედი|ნიუკასლ იუნაიტედს]] შორის, რომელიც დასრულდა უპრეცენდენტო, 10 მილიონი ევროს კომპენსაციით ნიუკასლის სასარგებლოდ.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მაიკლ_ოუენი“-დან