ბორჯომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 54:
ბორჯომი ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტია. აქ ხშირად ისვენებდნენ რუსეთის საიმეპერატორო ოჯახის წევრები, სახელმწიფო და კულტურის მოღვაწენი: [[მაქსიმ გორკი]], [[პეტრე ჩაიკოვსკი]], [[იოსებ სტალინი]], [[გიორგი დიმიტროვი]] და სხვები. ბორჯომში არის განთქმული მინერალური წყლების ჩამომსხმელი ქარხანა. აქვეა სხვა მცირე საწარმოები და კულტურის დაწესებულებები (თეატრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი). ბორჯომში არის რკინიგზის სადგური.
 
ბორჯომთან ახლოს მდებარეობს კურორტი [[ბაკურიანი]], რომელთანაც დაკავშირებულია ვიწროლიანდაგიანი [[ბორჯომი-ბაკურიანის სარკინიგზო ხაზი]]თ. ასევე ბოჯომთან ახლოსაა ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტები: [[ცემი]], [[წაღვერი]], შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრეები [[პეტრეს ციხე]] და [[ გოგიას ციხე]], ტბა [[ტაბაწყური]]. ბორჯომში არის [[ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია|ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის]] კათედრა და რეზიდენცია.
 
[[2005]] წლის [[22 ივნისი|22 ივნისს]] საქართველომ ბორჯომი, [[ბაკურიანი|ბაკურიანთან]] და [[თბილისი|თბილისთან]] ერთად [[2014]] წლის [[ზამთრის ოლიმპიური თამაშები|ზამთრის ოლიმპიური თამაშების]] პრეტენდენტ ქალაქად დაასახელა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბორჯომი“-დან