ახლო აღმოსავლეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოლო ცვლილება გაუქმდება და 1805770 ვერსია დაბრუნდება Ripchip Bot ვერსიაზე
No edit summary
ხაზი 3:
 
[[ეგვიპტე]], მიუხედავად იმისა, რომ [[აფრიკა|აფრიკის]] კონტინენტის ნაწილია, მიმოიხილება როგორც ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ნაწილი. ეს ფაქტი განპირობებულია ეგვიპტის მნიშვნელოვანი კავშირებით ახლო აღმოსავლეთის დანარჩენ ქვეყნებთან უძველესი, შუასაუკუნეებისა და თანამედროვე ისტორიის პერიოდებში.
 
==ახლო აღმოსავლეთის სიტორია==
ახლო აღმოსავლეთმა ძალზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ისტორიაში. აქ წარმოიქმნა მიწათმოქმედება და ქალაქები. აქვე შეიქმნა დამწერლობა და სამი დიდი რელიგია — [[იუდაიზმი]], [[ქრისტოანობა]] და [[ისლამი]].
 
დაახლოებით ძვ.წ. 5000 წელს [[მესოპოტამია|მესოპოტამიის]] ერთ–ერთ რეგიონში, მდინარეების, [[ტიგროსი|ტიგროსისა]] და [[ევფრატე|ევფრატის]] დაბლობებში მდებარე [[შუმერი|შუმერში]](დრევანდელი ერაყი]] უძველესი ცივილიზაცია აღმოცენდა. შუმერებმა დიდი ქალაქები და არხები ააგეს და დამწერლობის ერთ–ერთი უპირველესი სახეობა — [[ლურსმული დამწერლობა]] შექმნეს. დაახლოებით ძვ.წ. 3000 წლისათვის [[ნილოსი|ნილოსის]] ნაპირზე დიდი ეგვიპტური ცივილიზაციაც გაიფურჩქნა.
 
====ოსმალეთის იმპერია====
არაბეთის იმპერიის დიდი ნაწილი [[ოსმალები|ოსმალებმა]] მიისაკუთრეს, რომლებიც კიდევ ერთი მძლავრი მუსლიმანი ხალხი იყო. ოსმალეთის იმპერიამ თავის მწვერვალს XVI-XVII საუკუნეებში მიაღწია, ხოლო XIX საუკუნეებში რღვევა დაიწყო. ზოგიერთი რეგიონები, სადაც არაბები ცხოვრობდნენ, მაგალითად, [[არაბეთი]], დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა, სხვებს კი, მათ შორის — [[სირია|სირიას]], [[ლიბანი|ლიბანს]], [[იორდანია]]სა და [[ერაყი|ერაყს]], II მსოფლიო ომის დასასრულამდე ევროპელები განაგებდნენ.
 
[[რომის იმპერია|რომის იმპერიის]] ბატონობის ხანაში ებრაელები სამშობლოდან განდევნეს და ისინი მთელ [[ევროპა|ევროპასა]] და აღლო აღმოსავლეთში გაიფანტნენ. XX საუკუნეში ევროპელ პოლიტიკოსთა დაპირებებით შეგულიანებული ბევრი ებრაელი დაბრუნდა იმ რეგიონში, სადაც მათი წინაპრები ცხოვრობდნენ. ზოგიერთი კი აქ ნაცისტურ გერმანიაში დაწყებულ ებრაელთა დევნას გამოექცა.
 
====ისრაელი და ნავთობი====
[[1948]] წელს გაერომ ებრაელებს საკუთარი სახელმწიფოს — ისრაელის — შექმნის ნება დართო, არადა ამ ტერიტორიაზე უკვე არაბები სახლობდნენ და იქაურობას პალესტინას ეძახდნენ. გაჩაღდა ომი. პალესტინელებს ეგვიპტემ, სირიამ და იორდანიამ დაუჭირა მხარი. ისრაელმა ამერიკული ფულისა და იარაღის დახმარებით სამჯერ დაამარცხა არაბები([[1948]] –9, [[1967]] და [[1973]]) და არაბული მიწების ოკუპირება მოახდინა.
 
ევროპელებმა დატოვეს ახლო აღმოსავლეთი და მისი ტერიტორია რამდენიმე სახელმწიფობ გაინაწილა, პალესტინელ არაბებს კი წასასვლელი არსად ჰქონდათ. ისინი ლტოლვილებად იქცნენ და სიღატაკეში ცხოვრობდნენ. ახალგაზრდა არაბები ლიბანისა და სირიის სამხედრო ბაზებიდან ტერორისტული ხერხებით ებრძოდნენ ისრალელებს. პალესტინელებმა [[იასირ არაფატი|იასირ არაფატის]] მეთაურობით მხოლოდ [[1990]] –იან წლებში მიიღეს იმ რეგიონების მართველობაში მონაწილეობის უფლება, სადაც ცხოვრობენ.
 
====ნავთობი====
ნავთობის აღმოჩენამ ზოგიერთ არაბულ სახელმწიფოს უზარმაზარი სიმდიდრე და ძალაუფლება მოუტანა. [[საუდის არაბეთი]] სადაც მუსლიმანთა წმინდა ქალაქები — [[მექა]] და [[მედინა]] — მდებარეობს, მსოფიოს ერთ–ერთი უმდიდრეს ქვეყნად იქცა. ერაყის დიქტატორმა [[სადამ ჰუსეინი|სადამ ჰუსეინმა]] ნავთობის გაყიდვით მიღებული ფულით იარაღი იყიდა და ირანისა (1980–1988) და ქუვეთის (1990–91) წინააღმდეგ ომები გააჩაღა. 2003 წელს აშშ–მ და ბრიტანეთმა ჰუსეინი მასობრივი განადგურების იარაღის უკანონოდ ფლობაში დაადანაშაულეს და მის წინააღმდეგ ომი წამოიწყეს, რომლის დროსაც იგი ჩამოაგდეს.
 
==რესურსები ინტერნეტში==