[[ფაილი:Reichstag mit Wiese.jpg|thumb|400px|რაიხსტაგის შენობა აღდგენის შემდეგ, 1999.]]'''რაიხსტაგის შენობა''' [[ბერლინი|ბერლინში]] აგებულ იქნა [[გერმანიის იმპერია|გერმანიის იმპერიის]] პარლამენტის - [[რაიხსტაგი|რაიხსტაგის]] განსათავსებლად. შენობა გაიხსნა 1894 წელს და მასში რაიხსტაგი იმყოფებოდა 1933 წლამდე. 1999 წელს არქიტექტორი [[ფოსტერი, ნორმან|ნორმან ფოსტერის]] პროექტით აღდგენილი შენობა ისევ გახდა გერმანიის პარლამენტის ბინა. ამჟამად გერმნიის პარლამენტს [[ბუნდესტაგი]] ჰქვია. რაიხსტაგი როგორც პარლამენტი საფუძველს [[საღვთო რომის იმპერია|საღვთო რომის იმპერიიდან]] იღებს და პარლამენტის მნიშვნელობა [[ნაცისტები]]ს მმართველობის პერიოდში დაკარგა (1933-1945). ამჟამად გერმანულად ტერმინი რაიხსტაგი შენობას მიუთითებს, რომელშიც [[ბუნდესტაგი|ბუნდესტაგია]] განთავსებული.