მუხნარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+კატ.
No edit summary
ხაზი 1:
{{მრავალმნიშვნელოვნება|მუხნარი|მუხნარი (მრავალმნიშვნელოვანი)}}
'''მუხნარი''', [[მუხა|მუხის]] ზაფხულმწვანე ფართოფოთლოვანი ტყე ძირითადად [[ევრაზია]]სა და [[ჩრდილოეთი ამერიკა|ჩრდილოეთ ამერიკაში]]. ყოფილ [[სსრკ]]-ში მუხნარი გავრცელებულია ევროპის ტერიტორიის შუა და სამხრეთ ნაწილში, [[კავკასია]]სა და შორეულ აღმოსავლეთში. უკავია 9 მლნ. ჰა ანუ ტყის 1,3%. ევროპის ნაწილში მუხნარს ქმნის მხოლოდ გრძელყუნწა და [[კლდის მუხა]], რომელტაცრომელთაც სამხრეთით ერევა შებუსვილი მუხა.
 
[[საქართველო]]ში მუხნარს უკავია ტყით ფადარული ფართობის 10,1%. მთის მუხნარს ქმნის ქართული, [[აღმოსავლური მუხა|აღმოსავლური]], ჰართვისისა და სხვა მუხა. დაბლობებზე — გრძელყუნწა და [[იმერული მუხა]]. ქართული მუხის ფორმაცია ყველაზე ფართოდაა გავრცელებული; ტყის მასივებს ქმნის [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 1800 მ-მდე (სვანეთი). უფრო ხშირად სამხრეთ ექსპოზოციის განათებულ ფერდობებზე. საქართველოში მუხნარს ხშირად ერევა [[ჯაგრცხილა]], [[რცხილა]], [[წაბლი]], [[ცაცხვი]], [[იფანი]], [[ფიჭვი]], უფრო ხშირად — [[ნაძვი]], [[სოჭი (მცენარე)|სოჭი]], [[წიფელი]] და [[არყი]]; გვხვდება [[წმინდა მუხნარი]]ც.
 
მუხნარს აქვს უდიდესი ნიადაგდაცვითი და წყალმარეგულირებელი მნიშვნელობა.
 
==ლიტერატურა==
{{ქსე|7|230|ჯანდიერი ა.}}
*''ჯანდიერი ა.,'' ქსე, ტ. 7, გვ. 230, თბ., 1984
 
[[კატეგორია:ტყეები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მუხნარი“-დან