კომკავშირი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 25:
სრულიად საკავშირო ახალგაზრდათა ლენინური კომუნისტური კავშირის ორგანიზაციული წყობის პრინციპის წარმოადგენდა [[დემოკრატიული ცენტრალიზმი]]. კომკავშირის პირველადი ორგანიზაციები იქმნებოდა საწარმოებში, კოლმეურნეობებში, საბჭოთა მეურნეობებში, სასწავლებლებში, დაწესებულებებში, საბჭოთა არმიისა და ფლოტის ნაწილებში. უმაღლესი ორგანო იყო საკავშირო ყრილობა. ყრილობებს შორის პერიოდში კავშირის მთელ საქმიანობას ხელმძღვანელობდა საკ. ალკკ-ის ცენტრალური კომიტეტი, რომელიც ირჩევდა ბიუროსა და სამდივნოს. საკ. ალკკ თავის მუშაობას აგებდა კოლექტიური ხელმძღვანელობის ლენინური პრინციპების განუხრელი დაცვის, შინაკომკავშირული დემოკრატიის ყოველმხრივი განვითარების, მისი ყველა წევრის ინიციატივისა და თვითმოქმედების ამაღლების, კრიტიკისა და თვითკრიტიკის ფართოდ გაშლის საფუძველზე.
 
[[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] დასასრულისა და [[XX საუკუნე|XX საუკუნის]] დასაწყისში მუშათა მოძრაობის გავლენით რუსეთში გააქტიურდა სტუდენტთა მოძრაობა. ახალგაზრდა მუშათა, აგრეთვე გლეხთა კლასობრივი თვითშეგნების გამოღვიძებაში, სტუდენტთა რევოლუციურ განწყობილების განვითარებაში უპირველესი დამსახურება მიუძღვის ბოლშევიკურ პარტიას. [[1917]] წლის თებერვლის რევოლუციური გამარჯვების შემდეგ [[სანქტ-პეტერბურგი|პეტროგრადში]], [[მოსკოვი|მოსკოვსა]] და სხვა სამრეწველო ცენტრებში შეიქმნა მუშათა ახალგაზრდობის წრეები, კომიტეტები, ხოლო შემდეგ — კავშირები. ახალგაზრდა პროლეტარები ირაზმებოდნენ ბოლშევიკური ლოზუნგებით. ახალგაზრდობის მოძრაობის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რსდმპ (ბ) VI ყრილობამ ([[1917]] წლის [[ივლისი]]-[[აგვისტო]]) რეზოლუციაში „ახალგაზრდობის კავშირების შესახებ“ ყრილობამ საჭიროდ მიიჩნია პარტიასთან მჭიდროდ დაკავშრებულიდაკავშირებული დამოუკიდებელი ორგანიზაციების შექმნა.
 
ალკკს ჰქონდა მრავალი ახალგაზრდული, პიონერული, საბავშვო გაზეთი და ჟურნალი სხვადასხვა ენაზე. საკ. ალკკ ცკ-ის ყოფილი გაზეთებია „კომსომოლსკაია პრავდა“ და გაზეთი „პიონერსკაია პრავდა“. ცენტრალური ჟურნალები იყო „კომსკომოლსკაია ჟიზნი“, „მოლოდოი კომმუნისტი“, „სმენა“, „მურზილკა“ და სხვ.
ხაზი 56:
==ლიტერატურა==
{{ქსე|9|531-534|თეთვაძე შ.}}
* კიროვი ს.მ. ახალგაზრდობის შესახებ, თბ., 1939;
* Трущенко Н. В., Партия и комсомол. 1918—1920 гг., Горький, 1966.
 
[[კატეგორია:კომკავშირი]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კომკავშირი“-დან