საერთაშორისო სავალუტო ფონდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Imf logo.png|left|100px|სსფ-ის ლოგო]]
[[ფაილი:IMF_HQ.jpg|thumb|right|სსფ-ის შტაბ-ბინა, [[ვაშინგტონი (ქალაქი)|ვაშინგტონში]]]]
'''საერთაშორისო სავალუტო ფონდი''' (სსფ; International Monetary Fund) საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც [[გაერთიანებული ერების ორგანიზაცია|გაერთიანებული ერების ორგანიზაციის]] სპეციალიზებული დაწესებულების სტატუსი აქვს მინიჭებული. სსფ მიზნად ისახავს გლობალური ფინანსური სისტემის უზრუნველყოფას უცხოური გადაცვლის კურსების და საგადამხდელო ბალანსის მონიტორინგის მეშვეობით. ის ასევე საჭიროებისამებრ სთავაზობს ტექნიკურ და ფინანსურ დახმარებას განვითარებად ქვეყნებს.
 
== ორგანიზაცია და მიზანი ==
სსფ საკუთარი განსაზღვრებით არის "184 ქვეყნის ორგანიზაცია, რომლის მიზანია გააღრმავოს გლობალური მონატერული თანამშრომლობა, შეინარჩუნოს ფინანსული სტაბილურობა, ხელი შეუწყოს საერთაშორისო ვაჭრობას და დასაქმების დონის ამაღლებას, უზრუნველყოს ეკონომიკური განვითარების მზარდი ტემპი და შეამციროს სიღარიბის დონე". [[ჩრდილოეთი კორეა|ჩრდ. კორეის]], [[კუბა|კუბის]], [[ლიხტენშტაინი]]ს, [[ანდორა|ანდორასანდორის]], [[მონაკო|მონაკოს]], [[ტუვალუ|ტუვალუს]] და [[ნაურუ|ნაურუს]] გარდა, [[გაერო|გაეროს]] ყველა დანარჩენი წევრი ქვეყანა ან პირადად მონაწილეობს სსფ-ში, ან წარმოდგენილი არის სხვა წევრი ქვეყნის მიერ.
 
სსფ შეიქმნა [[1944]] წლის ივლისში სერთაშორისო კონფერენციაზე ბრეტონ ვუდში, [[ნიუ-ჰემპშირი]], [[აშშ]]. კონფერენციაზე დელეგატები 44 მთავრობიდან შეთანხმდნენ ეკონომიკური თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულებაზე, რომლის მიზანი ნაწილობრივ წარმოადგენდა მომავალში თავი აერიდებინათ ეკონომიკური პოლიტიკის გატარების განმეორებისგან ისეთი დამანგრეველი შედეგებით, როგორიც იყო 1930-იანი წლების [[დიდი დეპრესია]]. 1947 წელს მასში შედიოდა 49 ქვეყანა, ძირითადი კაპიტალი 7,7 მლრდ, დოლარს შეადგენდა. 1975 წლის 1 იანვრისთვის მასში მონაწილე ქვეყნების რაოდენობა გაიზარდა 126-მდე, ძირითალი კაპიტალი - 29,2 მლრდ-მე. სსრკ არ მონაწილეობდა სსფ-ის საქმიანობაში.