დარეჯან ბატონიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
 
[[1685]]-იდან მამასთან და ძმებტან ერთად საქართველოდან საცხოვრებლად გადავიდა [[მოსკოვი|მოსკოვში]]. მისი ძმა [[ალექსანდრე ბაგრატიონი (არჩილ II-ის ძე)|ალექსანდრე]] [[ჩრდილოეთის ომი (1700—1721)|ჩრდილოეთის ომი]]ს დროს შვედებს ტყვედ ჩაუვარდა და [[1711]] წელს [[სტოკჰოლმი|სტოკჰოლმში]] გარდაიცვალა. დარეჯანს ძმისგან სამემკვიდრეოდ მისი მოსკოვთან მდებარე მამული - სოფელი [[ვსეხსვიატსკოე]] დარჩა, სადაც ის თითქმის მთელი წლის განმავლობაში ცხოვრობდა.<ref>И. Ф. Токмаков Историко-статистическое и археологическое описание села Всехсвятского Московской губернии и уезда 1398—1898 гг. — М., 1898, ст. 14</ref>
 
ეწეოდა ნახევრადჩაკეტილ ცხოვრებას, არასდროს ჰყოლია საკუთარი ოჯახი. ამჯობინებდა არ მიეღო მონაწილეობა სამეფო კარის ცხოვრებაში, არც [[სანქტ-პეტერბურგი|სანქტ-პეტერბურგში]] გადასულა საცხოვრებლად, მიუხედავად იმისა, რომ საკმაო ფინანსური სახსრები ჰქონდა.<ref>Н. М. Молева Древняя быль новых кварталов — М.: Моск. рабочий, 1982, ст. 200</ref>
 
არჩილ II-ის გარდაცვალების შემდეგ ქართული ახალშენის მეთაური გახდა. დარეჯან ბატონიშვილმა დიდი როლი ითამაშა რუსეთ-საქართველოს [[1721]]-[[1723]] სამხედრო-პოლიტიკური კავშირის შექმნაში, ბოლომდე ერთგულად იღვწოდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის განვითარებისათვის. დარეჯან ბატონიშვილის მოსკოვის სასახლეში ქართველები ეცნობოდნენ რუსეთის მოწინავე საზოგადოების აზრს. მისი ინიციატივით [[1733]]-[[1736]] სოფ. ვსესვიატსკოეში ძველი კარის ეკლესიის ნაცვლად ააგეს ახალი ტაძარი, რომელიც ქართველთა კულტურულ-რელიგიური ცენტრი გახდა.