ბორჯომის ხეობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
'''ბორჯომის ხეობა''' — მდინარე [[მტკვარი|მტკვრის]] ხეობა, [[ბორჯომის მუნიციპალიტეტი|ბორჯომის მუნიციპალიტეტის]] ფარგლებში, სოფელ [[აწყური (ახალციხის მუნიციპალიტეტი)|აწყურიდან]] (სამხრეთ-დასავლეთი) სოფელ [[ტაშისკარი|ტაშისკარამდე]] (ჩრდილოეთ-აღმოსავლეთი). მისი სიგრძეა დაახლოებით 60 კმ. ხეობის ფერდობებს ქმნის [[მესხეთის ქედი|მესხეთისა]] და [[თრიალეთის ქედი|თრიალეთის ქედები]]. ბორჯომის ხეობა [[ახალციხე (ქალაქი)|ახალციხის]] ქვაბულს [[შიდა ქართლის ვაკე|შიდა ქართლის ბართან]] აკავშირებს. გენეტურად ტექტონიკური-ეროზიული ღრმა (1300-1500 მ) გამკვეთი ხეობაა, მდებარეობს [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 710-900 მ. აგებულია ძლიერი დანაოჭებული პალეოგენური, უმთავრესად [[ანდეზიტი|ანდეზიტური]] ტუფბრექჩიებით და ფლიშური წყებებით. ბაკურიანის ლავური ნაკადის ბოლო ქალაქ [[ბორჯომი|ბორჯომთან]] მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირამდე აღწევს.
 
ბორჯომის ხეობის გაგანივრებულ [[ტერასები (გეოლოგია)|ტერასულ]] უბნებს ციცაბოფერდობებიანი ვიწრობები ენაცვლება. ხეობის ფერდობები დასერილია [[ხევი (ხეობა)|ხევებით]]. ბევრგანაა [[მეწყერი|მეწყრები]] და გაშიშვლებული კლდეები. ბორჯომის ხეობა მდიდარია გრუნტის[[გრუნტი]]ს წყლებითა და წყაროებით, რომელთა შორის ბევრი მინერალური წყაროა. ხეობის მარცხენა მხარის დიდი ნაწილი [[ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალი|ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალს]] უჭირავს.
 
ბორჯომის ხეობაში გადის ელექტროფიცირებული რკინიგზა და საავტომობილო გზატკეცილი. მთის ზომიერი [[ჰავა]] და უნიკალური სამკურნალო წყაროები საკურორტო მეურნეობისათვის ხელსაყრელ ბუნებრივ პირობებს ქმნიან. ხეობაში და მიმდებარე ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი კლიმატური-ბალნეოლოგიური კურორტებია: [[ბორჯომი]], [[ბაკურიანი]], [[ახალდაბა (დაბა)|ახალდაბა]], [[წაღვერი]], [[ციხისჯვარი (ბორჯომის მუნიციპალიტეტი)|ციხისჯვარი]], [[ცემი]], [[ტბა (ბორჯომის მუნიციპალიტეტი)|ტბა]] და სხვა.
[[File:Bordschomi.jpg|thumb|340px|right|]]
ისტორიულ-გეოგრაფიული ბორჯომის ხეობა უფრო ვრცელ ტერიტორიას მოიცავს. სახელწოდება "ბორჯომის„ბორჯომის ხეობა"ხეობა“ პირველად [[1819]] წლის საბუთში გვხვდება. მანამდე მას სადგერი ხეობა ეწოდებოდა (XV საუკუნიდან) და მტკვრის (ტაშისკარიდან აწყურამდე), საკუთრივ სადგერის (მოიცავდა სოფელ სადგერიდან წაღვერ-კიმოთესუბანსა და თორ-ბაკურიანს) და გუჯარეთის ხეობებისგან შედგებოდა. არქეოლოგიური კვლევა-ძიებით დასტურდება, რომ ბორჯომის ხეობაში პირველყოფილ ადამიანს უცხოვრია. II-IV საუკუნეებში აქ თორის საერისთავო დაარსდა, რომელსაც XV საუკუნამდე თორის მხარე ეწოდებოდა. [[XV საუკუნე|XV საუკუნეში]] აქ [[ავალიშვილები|ავალიშვილთა]] სათავადო (საავალიშვილო) შეიქმნა. XV საუკუნის ბოლოს ბორჯომის ხეობა სამცხე-საათაბაგოსთან ერთად ოსმალეთმა მიიტაცა, მოსახლეობა ნაწილი მტერთან ბრძოლაში დაიღუპა, დანარჩენი [[ზემო ქართლი|ზემო ქართლსა]] და [[იმერეთი|იმერეთს]] შეეხეზნაშეეხიზნა.
 
XVIII საუკუნის ბოლოსათვის ბორჯომის ხეობა მთლიანად გაუკაცრიელდა. აქ არსებული მატერიალური კულტურული ძეგლები დაინგრა, ბევრი მთლიანად განადგურდა. ახალციხის საფაშოს მოშლისა და სამცხე-საათაბაგოდან თურქ დამპყრობთა განდევნის შემდეგ (1829) დაიწყო ბორჯომის ხეობის ხელახალი დასახლება. XIX საუკუნის 50-60 წლებში. ზემო იმერეთიდან და ზემო ქართლიდან ბორჯომის ხეობაში 205 კომლი გადმოსახლდა. შემდგომში აქ უკრაინელი და ბერძენი მოახალშენენიც დასახლდნენ. 1871 წელს ბორჯომის ხეობა დიდი მთავრის მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის საუფლისწულო მამული გახდა. ამ დროიდან აქაური გლეხობის მდგომარეობა გაუარესდა, რასაც 1899 წაღვერისა და კიმოთესუბნის გლეხთა აჯანყება მოჰყვა. 1918 წლის 7 მარტს ამიერკავკასიის ხეიმმა ბორჯომის ხეობა სახელმწიფო საკუთრებად გამოაცხადა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ 1921 წლის 20 მაისის დეკრეტით ბორჯომის ხეობა სახელმწიფო მნიშვნელობის კურორტად გამოცხადდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბორჯომის_ხეობა“-დან