ნასყიდობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 10:
ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველსა და მყიდველს ერთმანეთის მიმართ წარმოეშობათ განსაზღვრული უფლებები და მოვალეობები.
 
=== გამყიდველის უფლება-მოვალეობები ===
გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. თუ საქმე ეხება [[მოძრავი ნივთი|მოძრავ ნივთს]], მაშინ გაყიდული ნივთის გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები, კერძოდ, აწონის, გაზომვისა და შეფუთვის ხარჯები, ეკისრება გამყიდველს, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული<ref name="ოთხას სამოცდათვრამეტი">საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 478-ე მუხლი</ref>. ხოლო მიწის ნაკვეთისა და სხვა [[უძრავი ნივთი]]ს გამყიდველს ეკისრება ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების, [[საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო|საჯარო რეესტრში]] რეგისტრაციისა და ამისათვის აუცილებელი საბუთების წარდგენის ხარჯები, თუ მხარეთა შეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული<ref>საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 479-ე მუხლი</ref>.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნასყიდობა“-დან