ომარ-ხანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ვიკიფიცირება
ხაზი 1:
'''ომარ–ხანი, ავარიელი''' (გ. 1801) — დაღესტნელი ფეოდალი, [[ხუნძახი]]ს მფლობელი და გამგებელი. [[ნურსალ–ბეგი]]ს ვაჟი.
 
ომარ–ხანი ხშირად ესხმოდა თავს ამიერკავკასიას[[ამიერკავკასია]]ს, მას ჩრდილო კავკასიის ზოგიერთ წარმომადგენელთან ერთად და ოსმალებთან შეთანხმებით, [[ქართლ–კახეთის სამეფოსსამეფო]]ს დაპყრობა, გაძარცვა და განადგურება ჰქონდა ჩაფიქრებული. ომარ–ხანი ოსმალეთის აგენტად ითვლებოდა.
 
[[1785]] წლის სექტემბერში, ომარ ხანმა 20000 მეომრისაგან შემდგარი "რჩეულთა„რჩეულთა ჯარით"ჯარით“ [[ალაზანი]] გადმოლახა და [[ბორჩალო]]სკენ დაიძრა. [[ერეკლე II|ერეკლემ]] [[სიღნაღი|სიღნაღში]] შეკრიბა ჯარი და უკან მიჰყვა ომარ–ხანს,. ომარ–ხანი ერეკლესთან პირისპირ შებრძოლებას ვერ ბედავდა. მოულოდნელად ომარ–ხანი ახტალისკენ დაიძრა, ახტალა აიღო და დაარბია. გაანადგურეს ახტალის ოქროს მადნები, მადნის მცველები და ბერძენი მემადნეების ნაწილი დახოცა, 845 ტყვე წაიყვანა. აქედან ლორეს[[ლორე]]ს მიადგა, გზად ყველაფერს წვავდა და ანგრევდა. ლორე, რომელიც ერეკლეს მოურავ [[ზაქარია გლურჯიძესგლურჯიძე]]ს ჰქონდა გამაგრებული, ვერ აიღო და ახალციხეში[[ახალციხე]]ში გადავიდა.
 
ერთ თვეში ომარ–ხანი იმერეთისკენ[[იმერეთი]]სკენ შემოვლითი გზებით დაიძრა და [[ვახანის ციხე]] აიღო, ციხის მფლობელი, [[ქაიხოსრო აბაშიძე]] დაატყვევა, მამაკაცები გაწყვიტა, ქაიხოსრო აბაშიძის ქალიშვილები დაატყვევა და ერთი მათგანი თავად შეირთო ცოლად, მეორე კი თავის ცოლისძმას, ყარაბაღის ხანს, იბრაჰიმ–ხანს მიუყვანა.
 
საქართველომ ამ თავდასხმის შედეგად უდიდესი ეკონომიური ზარალი განიცადა.
 
1987[[1787]] წელს, ომარ–ხანი ისევ შემოესია საქართველოს, მაგრამ ერეკლე წინ გადაუდგა და უკან გააბრუნა მტერი.
 
[[ერეკლე II]] იძულებული გახდა, სიმშვიდის საფასურად, საკმაოდ დიდი ჯამაგირი გადაეხადა ომარ–ხანისთვის. ასე აკეთებდნენ მისი თავდასხმებით შეწუხებული შაქის, შირვანის, ბაქოს და დარუბანდის ხანებიც.
 
[[1800]] წლის ნოემბერში, ომარ–ხანი დიდძალი ჯარით საგარეჯოსკენ[[საგარეჯო]]სკენ დაიძრა და ალაზნის ნაპირზე დაბანაკდა. მას, რუსებთან ურთიერთობას შეურიგებელი, [[ალექსანდრე ბატონიშვილიცბატონიშვილი]]ც მიემხრო, თუმცა ბრძოლაში მონაწილეობა არ მიუღია. დამხმარედ ირანის ჯარსაც მოელოდნენ. მტრის მიზანი თბილისის[[თბილისი]]ს აღება იყო. ომარ–ხანის 20 ათასიანი ლაშქარი კაკაბეთის[[კაკაბეთი]]ს მიდამოს მოადგა.
 
7 ნოემბერს, მდ. იორის ნაპირას,სოფელ კაკაბეთთან გაიმართა [[ ნიახურასნიახურის ბრძოლა]], სადაც ერთმანეთს [[გიორგი XII|გიორგი მეთორმეტესა]] და ომარ–ხანის ჯარი დაუპირიპირდა. ქართველთა გვერდით რუსების ჯარის ნაწილიც იბრძოდა. ქართველებმა სასტიკად დაამარცხეს მტერი, მათი უმეტესობა დაიხოცა, ამ ბრძოლაში დაჭრილი ომარ–ხანი [[დაღესტანი|დაღესტნისაკენ]] გაიქცა. ცოტა ხანში ჭრილობა გაურთულდა და ზაქათალაში[[ზაქათალა]]ში გარდაიცვალა.
 
== გამოყენებული ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ომარ-ხანი“-დან