არგონავტები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 51:
იასონმა ქირონის გამოქვაბულში გაატარა სიყმაწვილის წლები. ის იზრდებოდა სხვა გმირებთან ერთად. როდესაც იასონმა მიატოვა ქირონი და გაემართა საგმირო საქმეთა აღსასრულებლად, გზად მიადგა მდინარე ანავროსს. ხშირი წვიმების გამო მდინარე საოცრად ადიდებულიყო. ესონის ძეს მდინარესთან შემოხვდა მოხუცი ქალი, რომელიც შეებრალა, მხრებზე შეისვა და ისე გადაიყვა მეორე ნაპირზე. ამ გადასვლის დროს, იასონმა სრულიად შემთხვევით დაკარგა ცალი სანდალი. მოხუცი ქალის სახე თავად ქალღმერთ [[ჰერა]]ს ჰქონდა მიღებული, რომელიც მდინარესთან კაცთა სიკეთეს ამოწმებდა. ამის შემდეგ ჰერა მუდამ მფარველობდა იასონს.
[[ფაილი:NAMA Pélée, Achille & Chiron.jpg|thumb|right|200px|არგონავტებთან წასასვლელად გამზადებული [[პელევსი]] თავის ვაჟს, [[აქილევსი|აქილევსს]] აღსაზრდელად ბრძენ კენტავრ [[ქირონი|ქირონს]] უტოვებს. შავფიგურიანი ლეკითოსი. დაახლ. ძვ.წ. 500წ.]]
იასონის იოლკოსში შესვლა დაემთხვა დიდ რელიგიურ დღესასწაულს. თავად პელიასი ასრულებდა [[პოსეიდონი]]ს საკურთხეველთან მსხვერპლშეწირვას. იასონმა ქალაქში შესვლისთანავე მიიქცია ყურადღება. როდესაც ეტლით მისულმა პელიასმა დაინახა ცალსანდლიანი ჭაბუკი, შიშმა მოიცვა. მან იასონს ვინაობა გამოკითხა და შეიტყო, რომ ესონის ძე ტახტის დასაბრუნებლად იყო მისული. პელიასი საკმაოდ ეშმაკი კაცი იყო. მან იასონთან სპეციალურად ჩამოაგდო საუბარი [[ოქროს საწმისი|ოქროს საწმისზე]] და დაარწმუნდა ძმისშვილი, თითქოს [[ფრიქსე]]ს სულმა მოუწოდა ოქროს საწმისის დაბრუნება. თუკი იასონი შესძლებდა ამ დავალების შესრულებას, მაშინ ის ტახტს მიიღებდა. პელიასი დაწმუნებული იყო დავალების განუხორციელებაში, მაგრამ იასონმა მშვიდად მიიღო ეს დავალება. იასონის თხოვნით, არესტორის ვაჟმა, არგოსმა ააგო ორმოცდაათნიჩბიანი გემი, რომელსაც „[[არგო]]“ ეწოდა. მის ცხვირში თავად [[ათენა]]მ ჩაარჭო მეტყველი მორი. ეს იყო აქაველთა პირველი მნიშვნელოვანი საზღვაო ექსპედიცია, რომლის მეთაურად არგონავტებმა იასონი აირჩიეს. დანარჩენი არგონავტების რაოდენობასთან დაკავშირებით არსებობს რამოდენიმერამდენიმე ვერსია. აპოლოდორეს მიხედვით მათი რიცხვი ორმოცდახუთია. <ref> Псевдо-Аполлодор. Мифологическая библиотека I 9, 18 далее</ref>. დიოდორე კი მათ არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ მათი რაოდენობა ორმოცდათოთხმეტია. <ref> [[დიოდორე სიცილიელი]] – ისტორიული ბიბლიოთეკა, IV 41, 2 </ref>. თეოკრიტე ამბობს, რომ ისინი იყვნენ 60 <ref> Феокрит. Идиллии XIII 74 </ref>, სხვა ავტორების აზრით არგოზე 50 არგონავტი იმყოფებოდა <ref> Лукиан. О пляске 52; Орфическая аргонавтика 118-129; Цец. Комментарий к «Александре» Ликофрона 175 </ref>. საბოლოოდ, ყველა ბერძენი მწერალი ერთად ასახელებს 90–მდე არგონავტის სახელს.
 
== კოლხეთისაკენ მიმავალი ფათერაკებიანი გზა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/არგონავტები“-დან