მეტამორფიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 9:
მეტამორფიზმის მთავარი ფაქტორებია [[ტემპერატურა]], ჰიდროსტატიკური (ლითოსტატიკური) წნევა, ხსნარებისა და ფლუიდების შედგენილობა და ქიმიური აქტიურობა. დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე საწყისი ქანების შედგენილობასა და აღნაგობას. მაღალი ტემპერატურა და წნევა ხელს უწყობს ქანის პლასტიკურად გარდაქმნას და განაპირობებს მეტამორფული რეაქციების მიმდინარეობას. ცალმხრივ მიმართული წნევა (სტრესი), რომელიც ტექტონიკური მოძრაობათა შედეგია, უშუალოდ არ მონაწილეობს მეტამორფიზმში, იგი მხოლოდ ცვლის ქანის ტექსტურას, ზრდის ქანში ფლუიდების გამტარუნარიანობას და აადვილებს მეტამორფული რეაქციების მიმდინარეობას.
 
მეტამორფიზმის ერთ-ერთი არსებითი ფაქტორია [[გეოლოგიური დრო]] ([[შვეიცარია|შვეიცარიის]] [[ალპები|ალპებში]] მეტამორფიზმი დაახლოებით 30 მილიონი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა). ისეთი სახის მეტამორფიზმს, როცა საწყის ქანში მხოლოდ აქროლადი კომპონენტების (H<sub>2</sub>O, CO<sub>2</sub>, O<sub>2</sub>) რაოდენობა იცვლება, პირობითად '''იზოქიმიურს''' უწოდებენ, თუ ქანის სხვა კომპონენტების (K<sub>2</sub>O, Na<sub>2</sub>O, CaO და სხვ.) რაოდენობაც იცვლება - '''ალოქიმიურს''', ხოლო როცა ქანის ქიმიური შემადგენლობის ინტენსიური ცვლა ხდება - '''მეტასომატიზმს'''. განარჩევენ რეგიონულ მეტამორფიზმს, როცა ვრცელ ფართოფბზე მიმდინარე პროცესი ქანების დიდ მასებს მოიცავს, და ლოკალურად მიმდინარე კონტაქტურ მეტამორფიზმს, როცა პროცესი დაკავშირებულია მაგმური ქანების კონტაქტთან.
 
ქანების მეტამორფიზმს, რომელიც ტემპერატურის მატების პირობებში მიმდინარეობს პროგრესული ეწოდება; საპირისპირო პროცესს, რომელიც მიმდინარეობს ტემპერატურის კლების ფონზე - რეგრესული, განმეორებით რეგრესულ მეტამორფიზმს - დიაფთორეზი.
 
==იხილეთ აგრეთვე==
* [[მეტამორფული ქანები]]
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მეტამორფიზმი“-დან