სარდური II: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 27:
|დედა =
}}
'''სარდური II''' ('''სარდური, არგიშთის ძე''', '''სიდური II''', '''სედური II''', '''სარდურ II''') — [[ურარტუ]]ს [[ურარტუს მეფეები|მეფე]] [[ძვ. წ. VIII საუკუნე|ძვ. წ. VIII საუკუნის]] 60-30-იან წლებში. მეფობის დასაწყისში ომში დიდ წარმატებებს აღწევდა. მის მატიანეებში იხსენიება სარდური II-ის გამარჯვება [[ასურეთის მეფეეებიმეფეები|ასურეთის მეფე]] ასურნირარი VI-ზე, ურმიისპირეთში მდებარე მანის სამეფოსა და მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ, მელიტეის (მალათიის) და ქუმუხის დამარცხება. გაილაშქრა აგრეთვე კულხის ქვეყნის (კოლხეთის) წინააღმდეგ, დაიპყრო მისი სამხრეთი რაიონები. ცნობილია აგრეთვე მისი ლაშქრობები [[ჩილდირის ტბა|ჩილდირის ტბისა]] და [[მტკვარი|მტკვრის]] სათავების, ახლანდელი [[გიუმრი]]სა და [[სევანისსევანი (ტბა)|სევანის ტბის]] რაიონებში. მეფობის ბოლოს არაერთჯერ დამარცხდა ასურეთის მეფე [[ტიგლათფილესერ III]]-თან (743 და 735 — სირიაში). ამ ბრძოლებში სარდური II-ს ეხმარებოდნენ [[ევფრატი]]ს დასავლეთით მდებარე ქვეყნები მელიტეა, ქუმუხი და სხვა. [[ძვ. წ. 735]] წელს ასურელთა ლაშქარმა [[ტუშფა]]მდე სდია დამარცხებულ სარდური II-ს, მაგრამ ტუშფის აღება ვერ შეძლო. ურარტუმ ამ ბრძოლების შედეგად ბევრი დაპყრობილი ტერიტორიები და გავლენის სფერო დაკარგა ჩრდილოეთ შუამდინარეთში, ურმიისპირეთსა და ჩრდილოეთ სირიაში. სარდური II სამეფოს სხვადასხვა რეგიონში დიდი მასშტაბის სააღმშენებლო სამუშაოებსაც ატარებდა, რის შედეგადაც აშენდა ციხესიმაგრეები, ტაძრები, სამეურნეო ნაგებობები, გაშენდა ბაღ-ვენახები და სხვა.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სარდური_II“-დან