მიხეილ ლომონოსოვი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
ლომონოსოვმა „ცეცხლოვანი მატერიის″ (ფლოგისტონის) შესახებ მოძღვრების უსაფუძვლობის დასამტკიცებლად გაიმეორა რ. ბოილის ცდა, რომელმაც დახშულ ჭურჭელში მოათავსა ლითონი და გააცხელა იგი. ჭურჭლის გახსნის შემდეგ ბოილმა აწონა ჭურჭელი მასში წარმოქმნილი ხენჯით, და აღმოაჩინა, რომ დამწვარი ლითონი უფრო მეტს იწონიდა, ვიდრე სუფთა ლითონი, რაც „ცეცხლოვანი მატერიის″ მინის კედლებში შეღწევით ახსნა. ლომონოსოვმა ბოილისაგან განსხვავებით ლითონის შემცველი ჭურჭლის გაცხელების შემდეგ მასში ჰაერი არ შეუშვა და, რასაკვირველია, წონა უცვლელი დარჩა. ლომონოსოვი დარწმუნდა, რომ „სახელოვანი რობერტ ბოილის აზრი მცდარია ვინაიდან გარე ჰაერის შეუშვებლად დამწვარი ლითონის წონა უცვლელი რჩება″. ამგვარად, ლომონოსოვმა თავისი თანამედროვე მეცნიერებისაგან განსხვავებით „ცეცხლოვანი მატერია″ გამორიცხა ქიმ. აგენტების სიიდან და ახლო მივიდა წვისა და ჟანგვის პროცესების სწორ გაგებასთან. ლომონოსოვს ღრმად ესმოდა ქიმ. და ფიზ. კავშირი. 1752-1753 მან წაუკითხა სტუდენტებს კურსი „ჭეშმარიტი ფიზიკური ქიმიის შესავალი″. ლომონოსოვმა დაამუშავა ქიმ. ობიექტების ფიზიკურად გამოსაკვლევი ხელსაწყოები (ვისკოზიმეტრი - სიბლანტის გასაზომად, რეფრაქტომეტრი -
გარდატეხის მაჩვენებლის განსასაზღვრავად და სხვ.). ლომონოსოვი ყურადღებით იკვლევდა ატმოსფერული ელექტრობას გ.რიხმანთან ერთად. მათ დაამუშავეს სპეციალური აპარატურა-„მეხის მანქანა″. ლომონოსოვი უშვებდა, რომ ელექტრული ველი განპირობებულია ეთერის ნაწილაკების ბრუნვითი მოძრაობით. მნიშვნელოვანი იყო ლომონოსოვის მიერ ე. წ. „ღამის სამზერი მილის″ გამოგონება. უ. ჰერშელზე ადრე ლომონოსოვმა ააგო არეკვლითი (სარკული) ტელესკოპი, რომელსაც არ ჰქონდა დამატებითი ბრტყელი სარკე. [[1761]] წ. 26 მაისს მზის დისკოზე ვენერას გავლისას ლომონოსოვმა ამ უკანასკნელის ატმოსფერო აღმოაჩინა, რასაც დაუკავშირა ვენერას გავლისას მზის კიდის ერთგვარი განრთხმა. თავისივე კონსტრუქციის საქანის საშუალებით, რომლის ამპლიტუდა და რხევის მიმართულება დიდი სიზუსტით იზომებოდა, ლომონოსოვი დედამიწის გრავიტაციასაც იკვლევდა.
[[ფაილი:Lomonosov Grave.jpg|მინი|მარჯვნივ|180პქ|მიხეილ ლომონოსოვის საფლავი]]
 
[[1751]]-დან ლომონოსოვმა დაიწყო რუსეთის ისტორიის სისტემატური შესწავლა, მან შეადგინა ძვ. რუსეთის ისტორია 1054-მდე. აკრიტიკებდა ნორმალურ თეორიას და სხვ.