მიხეილ ლომონოსოვი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 24:
[[1730|1730 წელს]] ლომონოსოვმა დატოვა მამის ოჯახი და გაემგზავრა [[მოსკოვი|მოსკოვს]]. [[1731|1731 წელს]] სწავლას იწყებს ზაიკონოსასკის მონასტერთან არსებულ მოსკოვის სლავურ-ბერძნულ-ლათინურ აკადემიაში. [[1735|1735 წელს]] სხვა წარჩინებულ მოწაფეებთან ერთად ლომონოსოვი გაგზავნეს [[პეტერბურგი|პეტერბურგში]] აკადემიის უნივერსიტეტში ჩასარიცხავად, ხოლო [[1736|1736 წელს]] მიავლინეს გერმანიაში [[ქიმია|ქიმიისა]] და [[მეტალურგია|მეტალურგიის]] შესასწავლად. საზღვარგარეთ ლომონოსოვი [[1741]] წლამდე დარჩა. [[რუსეთი|რუსეთში]] დაბრუნების შემდეგ ლომონოსოვი დაინიშნა ([[1742]]) მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის კლასის ადიუნქტად, ხოლო [[1745]] წლის აგვისტოში აირჩიეს ქიმიის პროფესორის ([[აკადემიკოსი|აკადემიკოსის]]) თანამდებობაზე. [[1746|1746 წელს]] ლომონოსოვმა პირველმა დაიწყო საჯაროდ ლექციების კითხვა [[ფიზიკა]]ში რუსულ ენაზე; გამოაქვეყნა ჰ. ვოლფის „ექსპერიმენტული ფიზიკა“ მოკლე შინაარსის რუსული თარგმანი. [[1748|1748 წელს]] ლომონოსოვის თხოვნით მისთვის ააშენეს რუსეთში პირველი ქიმიის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია.
 
ლომონოსოვის სამეცნიერო მოღვაწეობა შეიძლება დაიყოს 3 პერიოდად: [[1748]]-მდე იგი ძირითად [[ფიზიკა|ფიზიკისა]] და [[ქიმია|ქიმიის]] საკითხებზე მუშაობდა, [[1748]]-იდან უმეტესად ქიმ.ქიმიურ პროცესებს სწავლობდა, ხოლო [[1753]]-იდან სიცოცხლის ბოლომდე სამეცნიერო-კვლევით მუშაობას ეწეოდა ბუნებისმეტყველებისა და გამოყენებითი მეცნ.მეცნიერების სხვადასხვა სფეროში. ლომონოსოვი დიდ ყურადღებას აქცევდა განათლების საქმეს რუსეთში. მისი თაოსნობის შედეგად [[1755]] მოსკოვში შეიქმნა უნივერსიტეტი, რომელიც დღემდე მის სახელს ატარებს.
 
ლომონოსოვის მეცნიერული გამოკვლევები ქიმიასა და ფიზიკაში ემყარებოდა წარმოდგენებს ნივთიერების ატომურ-მოლეკულური აღნაგობის შესახებ. ლომონოსოვმა გადაწყვიტა ამ წარმოდგენების საფუძველზე დაეწერა დიდი „კორპუსკულური ფილოსოფია″. ამ ჩანაფიქრის განხორციელება ვერ მოახერხა; მისი ფიზ. და ქიმ. შრომების დიდი ნაწილი უნდა განვიხილოთ როგორც მოსამზადებელი მასალა ამ სამუშაოსათვის. პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით იყო მოძღვრების განვითარება მატერიის „არამგრძნობიარე″ (ე. ი. არასაგრძნობი) ნაწილაკების - „კორპუსკულების″ (მოლეკულების) შესახებ. ლომონოსოვს შესაძლებლად მიაჩნდა ნივთიერების ყველა თვისების ამომწურავად ახსნა კორპუსკულების სხვადასხვა წმინდა მექანიკური მოძრაობის შესახებ არსებული წარმოდგენების მეშვეობით (კორპუსკულები ატომებისაგან შედგება). ამრიგად, ლომონოსოვის თეორიაში არ არის განხილული ცეცხლის, სინათლის, სითბოს მატერიები და სხვა სპეც. მატერიები (მთელი სივრცის შემავსებელი ეთერის გამოკლებით). მან დაუშვა, რომ სითბოს განაპირობებს ნივთიერების ნაწილაკთა ბრუნვითი მოძრაობა. მოლეკულურ-კინეტიკურ თეორიას ლომონოსოვმა საფუძვლად დაუდო მოძრაობისა და მატერიის შენახვის ფილოს. პრინციპის თავისი ფორმულირება: „... ბუნებაში მომხდარი ყველა ცვლილება მდგომარეობის არსის მიხედვით ისეთია, რომ რამდენიც ერთ სხეულს წაერთმევა, იმდენივე დაემატება მეორეს. ბუნების ეს საყოველთაო კანონი ვრცელდება მოძრაობის წესებზეც: რადგან სხეული, რომელიც თავისი ძალით ამოძრავებს მეორეს, რამდენსაც თვითონ კარგავს, იმდენს ანიჭებს მეორეს, რომელიც მისგან მოძრაობას ღებულობს″ (Полн. собр., т. 3, 1952, с. 383). ლომონოსოვი თვლიდა, რომ ნივთიერებისა და მოძრაობის შენახვის კანონები ძირითადი კანონებია, რომლებიც არ მოითხოვს შემოწმებას ბუნებისმეტყველების აქსიომებით.
ხაზი 30:
გარდატეხის მაჩვენებლის განსასაზღვრავად და სხვ.). ლომონოსოვი ყურადღებით იკვლევდა ატმოსფერული ელექტრობას გ.რიხმანთან ერთად. მათ დაამუშავეს სპეციალური აპარატურა-„მეხის მანქანა″. ლომონოსოვი უშვებდა, რომ ელექტრული ველი განპირობებულია ეთერის ნაწილაკების ბრუნვითი მოძრაობით. მნიშვნელოვანი იყო ლომონოსოვის მიერ ე. წ. „ღამის სამზერი მილის″ გამოგონება. უ. ჰერშელზე ადრე ლომონოსოვმა ააგო არეკვლითი (სარკული) ტელესკოპი, რომელსაც არ ჰქონდა დამატებითი ბრტყელი სარკე. [[1761]] წ. 26 მაისს მზის დისკოზე ვენერას გავლისას ლომონოსოვმა ამ უკანასკნელის ატმოსფერო აღმოაჩინა, რასაც დაუკავშირა ვენერას გავლისას მზის კიდის ერთგვარი განრთხმა. თავისივე კონსტრუქციის საქანის საშუალებით, რომლის ამპლიტუდა და რხევის მიმართულება დიდი სიზუსტით იზომებოდა, ლომონოსოვი დედამიწის გრავიტაციასაც იკვლევდა.
 
[[1751]]-დან ლომონოსოვმა დაიწყო რუსეთის ისტორიის სისტემატური შესწავლა, მან შეადგინა ძვ. რუსეთის ისტორია 1054-მდე. აკრიტიკებდა ნორმალურ თეორიას და სხვ.
 
ლომონოსოვი რუსული ლიტერატურის რეფორმატორი იყო. 1739 მან გერმანიიდან პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიას გამოუგზავნა „წერილი რუსული მოლექსეობის შესახებ″, რომელშიც რუს. სილაბურ-ტონური ლექსთწყობის თეორია ჩამოაყალიბა. ამ თეორიის პოეტური გამოხატულება იყო ლომონოსოვის პატრიოტული ოდა „ხოტინის აღებაზე″ ([[1739]], გამოქვეყნდა ''1751''). საპროგრამო ლექსში „გაბაასება ანაკრეონთან″ (50-60-იანი წწ. მიჯნა) ლომონოსოვმა უარყო სატრფიალო ლირიკა და პოეზიას მაღალი მოქალაქეობრივი მისია დააკისრა, რომელსაც დღესასწაულებისათვის წერდა. მათ უმეტეს ნაწილს სახოტბო ელფერი ჰქონდა, რადგან ისინი დედოფალ ელისაბედ პეტრეს ასულის ტახტზე ასვლის გამო იყო შეთხზული, სინამდვილეში კი ისინი სამშობლოს ბედ-იღბალზე ღრმად ჩაფიქრებული პოეტის განცდებს ასახავდნენ. ლომონოსოვის მდიდარი ლიტ. მემკვიდრეობიდან აღსანიშნავია დაუმთავრებელი პოემა „პეტრე დიდი″ ([[1760]]), ტრაგედიები: „ტამირა და სელიმი″ ([[1750]]), „დემოფონტი″ ([[1752]]), ასამდე [[ლექსი]], [[ოდა|ოდები]], სახოტბო სიტყვები და სხვ.
ხაზი 38:
==ლიტერატურა==
* ქსე, ტ. 6, გვ. 287, თბ., 1983
 
{{DEFAULTSORT:ლომონოსოვი, მიხეილ}}