მიხეილ ლომონოსოვი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაემატა/გასწორდა თარგი
ხაზი 22:
 
== ბიოგრაფია ==
[[1730|1730 წელს]] ლომონოსოვმა დატოვა მამის ოჯახი და გაემგზავრა [[მოსკოვი|მოსკოვს]]. [[1731|1731 წელს]] სწავლას იწყებს ზაიკონოსასკის მონასტერთან არსებულ მოსკოვის სლავურ-ბერძნულ-ლათინურ აკადემიაში. [[1735|1735 წელს]] სხვა წარჩინებულ მოწაფეებთან ერთად ლომონოსოვი გაგზავნეს [[პეტერბურგი|პეტერბურგში]] აკადემიის უნივერსიტეტში ჩასარიცხავად, ხოლო [[1736|1736 წელს]] მიავლინეს გერმანიაში [[ქიმია|ქიმიისა]] და [[მეტალურგია|მეტალურგიის]] შესასწავლად. საზღვარგარეთ ლომონოსოვი [[1741-მდე]] წლამდე დარჩა. [[რუსეთი|რუსეთში]] დაბრუნების შემდეგ ლომონოსოვი დაინიშნა ([[1742]]) მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის კლასის ადიუნქტად, ხოლო [[1745]] წლის აგვისტოში აირჩიეს ქიმიის პროფესორის ([[აკადემიკოსი|აკადემიკოსის]]) თანამდებობაზე. [[1746|1746 წელს]] ლომონოსოვმა პირველმა დაიწყო საჯაროდ ლექციების კითხვა ფიზიკაში[[ფიზიკა]]ში რუსულ ენაზე; გამოაქვეყნა ჰ. ვოლფის „ექსპერიმენტული ფიზიკა″ფიზიკა“ მოკლე შინაარსის რუსული თარგმანი. [[1748|1748 წელს]] ლომონოსოვის თხოვნით მისთვის ააშენეს რუსეთში პირველი ქიმ.ქიმიის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია.
 
ლომონოსოვის სამეცნიერო მოღვაწეობა შეიძლება დაიყოს 3 პერიოდად: 1748-მდე იგი ძირითად ფიზიკისა და ქიმიის საკითხებზე მუშაობდა, [[1748]]-იდან უმეტესად ქიმ. პროცესებს სწავლობდა, ხოლო [[1753]]-იდან სიცოცხლის ბოლომდე სამეცნიერო-კვლევით მუშაობას ეწეოდა ბუნებისმეტყველებისა და გამოყენებითი მეცნ. სხვადასხვა სფეროში. ლომონოსოვი დიდ ყურადღებას აქცევდა განათლების საქმეს რუსეთში. მისი თაოსნობის შედეგად [[1755]] მოსკოვში შეიქმნა უნივერსიტეტი, რომელიც დღემდე მის სახელს ატარებს.
ხაზი 35:
 
ლომონოსოვი დიდ ყურადღებას აქცევდა რუსეთში მეტალურგიის წარმოების განვითარებას. იგი არაერთხელ უსვამდა ხაზს ჩრდ. საზღვაო გზის ათვისების მნიშვნელობას რუს. პოლიტ. და სამეურნეო ცხოვრების წინსვლაში. დიდ ყურადღებას უთმობდა აგრეთვე რუსეთის მოსახლეობის კვლავწარმოების საკითხებს.
 
==ლიტერატურა==
* ქსე, ტ. 6, გვ. 287, თბ., 1983