ალილო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
შინაარსი შეიცვალა 'ალილო იმართება 25 დეკემბერს და მას მთელი საქართველ...'-ით
188.169.17.123-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა ბოლოს Zangala-ის მიერ რედაქტირებული ვერს
ხაზი 1:
[[ფაილი:Alilo 2008.jpg|thumb|250px|ალილო [[თბილისი|თბილისში]], [[2008|2008 წელს]] ]]
ალილო იმართება 25 დეკემბერს და მას მთელი საქართველო ზეიმობს:)
'''ალილო''' - [[ქართული]] საწესო [[სიმღერა]]. სრულდებოდა [[შობა|შობის]] წინა [[ღამე]]ს. შეიკრიბებოდა რამდენიმე [[კაცი]] (სულ მცირე 3, რადგან სიმღერა სამხმიანია), ჩამოუვლიდა ყოველ [[ოჯახი|ოჯახს]] და სიმღერით [[დღესასწაული|დღესასწაულს]] მიულოცავდა. [[მასპინძელი]] მომღერლებს სანოვაგით ასაჩუქრებდა (აუცილებლად უნდა გაეტანებინათ კვერცხი - სიცოცხლისა და ნაყოფიერების სიმბოლო). ალილოს ტექსტებში (''"ოცდახუთსა დეკემბერსა", "ჩიტი ღობეზე შემოჯდა", "წისქვილს პური დავარიგე"'' და სხვ.) გამოთქმული იყო ჯანმრთელობის, ბედნიერებისა და ბარაქიანობის სურვილი.
 
ალილო მთელ საქართველოში იყო გავრცელებული და ყველა კუთხეში თავისებურად ასრულებდნენ. სიმღერას [[წარმართობა|წარმართული]] ჰანგი უდევს საფუძვლად. "ალილო", როგორც ჩანს, მოგვიანებით დაერქვა ([[ალილუია|ალილუიასგან]]). ვარაუდობენ, რომ საშობაო და სააღდგომო სიმღერების საერთო სახელწოდება უნდა ყოფილიყო [[ჭონა]].
 
საქართველოში ალილოს ტრადიციას მრავალწლიანი ისტორია აქვს, რომელიც საქართველოს ისტორიაში მხოლოდ ერთხელ დაირღვა - საქართველოს გასაბჭოების შემდეგ. [[1990|1990 წლებში]] მისმა უწმიდესობამ და უნეტარესობამ [[ილია II]]-ემ აღადგინა. დღესდღეობით ალილოს ზეიმობენ სადღესასწაულო ლიტურგიის შემდეგ, როდესაც მრავალი ეკლესიის მრევლი უერთდება ალილოს მსვლელობას.
==ლიტერატურა==
*''სიხარულიძე ქ., მამალაძე თ.,'' ქსე, ტ. 1, გვ. 310, თბ., 1975
 
{{ესკიზი-საქართველო}}
 
[[კატეგორია:ქართული ადათ-წესები]]
[[კატეგორია:ქართული ხალხური სიმღერები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ალილო“-დან