დურუჯი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 7:
| სიგრძე = 27
| აუზის ფართობი = 103
| სათავე = [[კახეთის კავკასიონი]]
| ჩაედინება = [[ალაზანი]]
| ქვეყნები = {{დროშა|საქართველო}}
| ქალაქები =[[ყვარელი]]
}}
'''დურუჯი''' — [[მდინარე]] [[ალაზანი|ალაზნის]] მარცხენა [[შენაკადი]], გაედინება ქ. [[ყვარელი|ყვარელზე]]. წარმოიშობა [[შავი დურუჯი|შავი]] და [[თეთრი დურუჯი]]ს შეერთებით [[კავკასიონი]]ს სამხრეთ კალთაზე. შავი დურუჯი იწყება მთა [[შავი კლდე|შავი კლდიდან]], თეთრი დურუჯი - მთა [[ნინიკასციხი |ნინიკასციხი]]ს სამხრეთ კალთაზე. სიგრძე 27 კმ, აუზის ფართობი 103 კმ².
ხაზი 16:
ზემო დინებაში აუზი მარაოსებრია. ხეობის ძლიერ დახრილი ფერდობების ზვედა ნაწილი და ფსკერი მოგებულია თიხაფიქლების დაქუცმაცებული პროდუქტების სქელი ნაყარით, კალაპოტი ნაყარშია ჩაჭრილი. შუაწელში ხეობა ყუთის ფორმის ვიწრობს წარმოადგენს და ტყით არის შემოსილი. კალაპოტი კლდოვანი, ჩანჩქერიანი და ჭორომიანი აქვს. ქვემო დინაბაში აუზი შედარებით ფართოა. ქალაქ [[ყვარელი|ყვარლის]] მიდამოებში ხეობის ფსკერი მთლიანად უკავია [[გამოზიდვის კონუსი|გამოზიდვის კონუსს]], რაზედაც მდინარე იტოტება ყვარელს ქვემოთ და რამდენიმე ღელის სახით მიემართება ალაზნისკენ.
 
დურუჯი ძირითადად საზრდოობს [[თოვლი]]ს და [[წვიმა|წვიმი]]ს წყლით, წყალმცირეა საშუალო წლიური ხარჯი შეადგენს 1,06 მ<sup>3</sup>/ წმ. ხასიათდება წყალმოვარდნის რეჟიმით. დურიჯის ზემო დინაბაში პერიოდულად იქმნება ტიპური სტრუქტურული ღვარცოფი, რომლის დროს ხარჯმა შეიძლება 200 მ<sup>3</sup>/წმ და მეტს მიაღწიოს. მთებიდან გამოაქვს კოლოსალური რაოდენობით ტალახად ქცეული მყარი მასალა და დიდ საფრთხეს უქმნის ქ. ყვარელს. ჩატარებულია ღონისძიებანი ღვარცოფის[[ღვარცოფი]]ს გასაუვნებლად.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დურუჯი“-დან