ლიგურია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 51:
}}
'''ლიგურია''' (Liguria) — ჩრდილო-დასავლეთ [[იტალია|იტალიის]] სანაპირო რეგიონი [[გენუის ყურე|გენუის ყურესთან]]. წარმოადგენს იტალიის მესამე ყველაზე პატარა რეგიონს. დედაქალაქია გენუა. მოიცავს იტალიური რივიერის კურორტებს, რომლებიც პოპულარულია ტურისტებში თავის ულამაზესი პლაჟებით, თვალწარმტაცი პატარა ქალაქებითა და კარგი სამზარეულოთი.
 
==გეოგრაფია==
ლიგურიას დასავლეთით საფრანგეთი ესაზღვრება, ჩრდილოეთით — პიემონტის რეგიონი, აღმოსავლეთით — ემილია-რომანია და ტოსკანა. გადაჭიმულია ლიგურიის ზღვის სანაპიროზე და წარმოადგენს ხმელეთის ვიწრო ზოლს, რომელსაც ესაზღვრება ზღვა და ალპებისა და აპენინის მთები, რომელთა ზოგიერთი მწვერვალიც სიმაღლეში 2000 მეტრს აღწევს.
 
ლიგურიის ფართობი მხოლოდ 5 422 კმ²-ია, რაც მთელი იტალიის ფართობის 1.18%-ია. აქედან, 3 524,08 კმ² მთიანია (65%) და 891,95 კმ² გორაკ-ბორცვიანი (35%). ლიგურიის ბუნებრივი ნაკრძალები რეგიონის 12%-ს მოიცავს ( 60 000 ჰა) და შედგება ერთი როვნული ნაკრძალის, ექვსი მოზრდილო პარკის, ორი მცირე პარკის და სამი ბუნების ნაკრძალისგან.
 
კონტინენტრუი შელფი საკმაოდ ვიწროა და ფრიალო კლდეები პირდაპირ ზღვაში ეშვება მისი 315 კმ-იანი სანაპირო ზოლის გასწვრივ. დიდი მდინარეების შესართავებთან, გადაჭიმულია პატარა პლაჟები, მაგრამ არსადაა ღრმა უბეები და ბუნებრივი ნავსადგურები, გარდა გენუისა და ლა-სპეციისა.
 
გორაკების რკალი გადაჭიმულის სანაპირო ზოლის მიღმა, რომელიც ზღვასთან ერთად რბილ კლიმატს განაპირობებე მთელი წლის მანძილზე. ზამთრის საშუალო ტემპერატურაა 7 — 10 °C (45 to 50 °F), ზაფხულის კი 23 — 24 °C (73 to 75 °F). საკმაოდ უხვად მოდის ნალექები, რისი მიზეზიც სანაპიროსთან ძალიან ახლოს მდებარე მთებია, რაც ოროგრაფიულ ეფექტს ქმნის. გენუისა და ლა-სპეციის ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებელი 2 000 მმ-ია, დანარჩენ ადგილებში კი შეიმჩნევა ნალექების ნორმალური, ხმელთაშუაზღვიური ნორმა 500 — 800 მმ-ით წელიწადში.
 
* ''ფართობი'' – 5.4 ათასი,
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლიგურია“-დან