ალექსანდრე ორბელიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Prince Alexander Orbeliani (1802-1869).jpg|250px|thumb|ალექსანდრე ორბელიანი]]
'''ალექსანდრე ორბელიანი''' ( ჯამბაკურ-ორბელიანი ) (დ. [[24 მაისი]], [[1802]] — გ. [[28 დეკემბერი]], [[1869]]) — [[ქართველი]] პოეტი, პროზაიკოსი, [[დრამატურგი]], პუბლიცისტი, ისტორიკოსი, ქართველ რომანტიკოსთა უფროსი თაობის წარმომადგენელი. [[ერეკლე II|ერეკლე მეფის]] შვილიშვილი, [[თეკლე ბატონიშვილი]]ს ვაჟი.
 
ალექსანდრე სწავლობდა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში, შემდეგ პეტერბურგის სამხედრო სასწავლებელში ეწეოდა თვითგანვითარებას. [[1828]] წელს აირჩიეს [[თბილისი]]ს მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლად. ალექსანდრე მონაწილეობდა [[სპარსეთი]]სა და [[ოსმალეთი]]ს წინააღმდეგ ბრძოლებში. [[1829]] წელს მსახურობდა მრჩეველის თანამდედობაზე გუბერნიის სამმართველოში. იგი იყო [[1832]] წლის შეთქმულების ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ორგანიზატორი, რისთვისაც დააპატიმრეს და გადაასახლეს ორენბურგში. სამშობლოში დაბრუნებისთანავე [[1840]] წელს ჩაება საზოგადოებრივ ცხოვრებაში: მონაწილეობდა ჟურნალ „ცისკრის“ აღდგენაში (რომელშიც აქვეყნებდა თავის თხზულებებს), ზრუნავდა ქართული [[თეატრი]]ს აღორძინების, ჟურნალ-გაზეთების დაარსების, სკოლების გახსნაში.