გუდამაყრის ქედი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''გუდამაყრის ქედი''', [[კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი]]ს სამხრეთი შტოქედი, მდინარეების მთიულეთ-გუდამაყრის არაგვისა და ფშავ-ხევსურეთის არაგვის წყალგამყოფი. მთავარ ქედს გამოეყოფა მწვერვალი ჩრდილო ჭაუხთან (3842,5) და გრძელდება დაბა [[ჟინვალი|ჟინვალამდე]]. სიგრძე დაახლოებით 40 კმ. გუდამაყრის ქედზეა მწვერვალები: აღმოსავლეთი [[ჭაუხი (მთა)|ჭაუხი]] (3644 მ), [[საჩალისმთა]] (2910 მ), [[ლაღისმთა]] (2601), ლუთხუბი (5787 მ), საფსიტისწვერი (2278 მ), სახარონისმთა (2345 მ), ხმალი (2141 მ) და უღელტეხილები: [[ფხიტური]] (2653 მ), [[უკანტბა]] (2334 მ) და სხვ.
 
ქედის უკიდურესი ჩრდილოეთი ნაწილი აგებულია შუაიურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით, შუა ნაწილი - ზედაიურული კარბონატული ფლიშით, სამხრეთი - ცარცული კირქვებითა და ქვიშაქვებით. გუდამაყრის ქედის თხემზე სუბალპური და ალპური მდელოებია, კალთებზე - შერეული ფოთლოვანი ტყეები ([[მუხა]], [[რცხილა]], [[წიფელი]] და სხვა).
 
==ლიტერატურა==
{{ქსე|3|291|მარუაშვილი ლ}}
* ''მარუაშვილი ლ.,'' ქსე, ტ. 3, გვ. 291, თბ., 1978
 
{{კავკასიონის მთიანეთი}}
 
[[კატეგორია:საქართველოს ქედები]]