ბეზენგის კედელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ბეზენგის კედელი''', ''ფიცრული'', ცენტრალური კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ყველაზე მაღალი, 12 კმ სიგრძის მონაკვეთი. აღმართულია კედლის მსგავსად [[ბალყარეთი|ბალყარეთსა]] (ჩრდილოეთით) და [[სვანეთი|სვანეთს]] (სამხრეთით) შორის. ბეზენგის კედელს [[საქართველო]]ში ''ხალდეს კედელსაც'' ეძახიან. ბეზენგის კედელზე გაშიშვლებულია კავკასიონის კრისტალური გულის ქანები - ნაცრისფერი გრანიტოიდები, რომლითაც აგებულია ბეზენგის კედლის უმაღლესი მწვერვალები: [[ლალვერი]] (4350 მ), [[გისტოლა]] (4860 მ), [[კათინთაუ]] (4970 მ), [[ჯანღა]] (5040მ), [[შოთა რუსთაველის პიკიმწვერვალი]] (4960 მ), [[შხარა]] (5058 მ). მათ შორის 4400-4100 მ სიმაღლის უღელტეხილებია.
 
ბეზენგის კედელიდან ჩრდილოეთით ეშვება კავკასიონის ერთ-ერთი უდიდესი ბეზენგის მყინვარი, ხოლო სამხრეთით - ხალდესა და შხარის მყინვარები. ბეზენგის კედლის მწვერვალების ტრავერსი ერთ-ერთი უძნელესი ალპინისტური მარშრუტია კავკასიონზე.