Yle: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ესეც ასე, შეგიძლია დაბლოკო, მიშა :)
(განსხვავება არ არის)

20:14, 30 ოქტომბერი 2011-ის ვერსია

ფინეთის სამაუწყებლო კომპანია (ფინ. Yleisradio, შვედ. Rundradion), შემოკლებით YLEფინეთის ეროვნული სამაუწყებლო კომპანია, რომელიც დაარსდა 1926 წელს. YLE არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ემსგავსება ბევრი თავისებურებით თავის ბრიტანულ ანალოგს, BBC–ს. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 3,200 ადანიანი ფინეთში. მისი აქციების 99.98 % წილს ფინეთის სახელმწიფო ფლობს.

YLE
მედიის სახეობა:მაუწყებლობა
დაფუძნდა:9 სექტემბერი, 1926
მფლობელი:სახელმწიფოს მფლობელობაში
შტაბ-ბინა:ჰელსინკი
ფორმატი:ტელე/რადიო/ინტერნეტი
გავრცელება:ეროვნული
საერთაშორისო

დღესდღეიდობით კომპანიაში ერთიანდება 4 ეროვნული სატელევიზიო არხი, 13 რადიო არხი და 25 რეგიონალური რადიო სადგური. რადგან ფინეთი ოფიციალურად მრავალენოვანი სახელმწიფოა და მისი მოსახლეობის 5.5% შვედურად საუბრობს, YLE აწარმოებს რადიო და სატელევიზიო გადაცემას შვედურად განყოფილების მეშვეობით, რომელსაც შვედური YLE ჰქვია (Svenska YLE). უცხოენოვანი ფილმები და შოუები ძირითადად კომპანიის არხებზე გადის სუბტიტრებით. დუბლირება მხოლოდ გამოიყენება საბავშვო ანიმაციურ ფილმებზე.

YLE იყო ერთ–ერთი იმ 23 სამაუწყებლო ორგანიზაციიდან, რომლებმაც 1950 წელს ევროპის სამაუწყებლო გაერთიანება დააარსეს. 2007 წელს მან უმასპინძლა ევროვიზიის სიმღერის კონკურსს ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში.

რესურსები ინტერნეტში

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Yle&oldid=1732112“-დან