იოსებ ბუაჩიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 19:
| საიტი =
}}
'''იოსებ მოსეს ძე ბუაჩიძე''' (დ. [[1908]] — გ. [[2006]]) — ქართველი [[გეოლოგია|გეოლოგი]] და [[ჰიდროგეოლოგია|ჰიდროგეოლოგი]]. გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი ([[1950]]), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ([[1961]]). საქართველოს მეცნირებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე ([[1967]]). სკკპ წევრი [[1927]] წლიდან.
 
==ბიოგრაფია==
დაამთავრა ამიერკავკასიის სამთო-მეტალურგიული ინსტიტუტი ([[1934]]). მუშაობდა „აჭარჰესის“ მშენებლობაზე, იყო „თბილჰიდროენერგოპროექტის“ საინჟინრო გეოლოგიური განყოფილების გამგე ([[1938]]), საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორი ([[1951]] წლიდან), ჰიდროგეოლოგიური და საინჟინრო გეოლოგიის კათედრის გამგე ([[1954]]-[[1974]]).
საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორი ([[1958]]-[[1973]]). საქართველოს მეცნირებათა აკადემიის ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიური სექტორის დირექტორი. [[1973|1973 წელს]] საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში ჩამოყალიბდა ჰიდროგელოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი სექტორი, შემდეგ ინსტიტუტი, რომლის დირექტორის მოვალეობასაც იოსებ ბუაჩიძე [[1990]] წლამდე ასრულებდა.
 
იოსებ ბუაჩიძის ავტორობითა და თანაავტორობით გამოიცა საინჟინრო გეოლოგიასა და ჰიდროგეოლოგიაში 7 მონოგრაფია, მათ შორის ერთი – [[ინგლისური ენა|ინგლისურ ენაზე]]. გამოქვეყნებული აქვს მრავალი მეცნიერული შრომა, ბევრი მათგანი — [[აშშ]]-ს, [[იტალია|იტალიის]], [[რუსეთი]]ს, [[უკრაინა|უკრაინის]], [[იაპონია|იაპონიის]], [[ინგლისი]]ს, [[გერმანია|გერმანიისა]] და სხვა ქვეყნების პოპულარულ სამეცნიერო ჟურნალებში. იოსებ ბუაჩიძეს შედგენილი აქვს 200-ზე მეტი დიდი პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური დასკვნა ქვეყნის სხვადასხვა ტიპის ნაგებობათა მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მდგრადობის უზრუნველყოფის შენარჩუნების მიზნით.
ბუაჩიძემ შეადგინა საქართველოს ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო-გეოლოგიის რუკები და დარაიონების სქემები, გამოჰყო საქართველოს ტერიტორიაზე არტეზიული აუზების გავრცელების არეები.
 
ბუაჩიძემ შეადგინა საქართველოს ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო-გეოლოგიის რუკები და დარაიონების სქემები, გამოჰყო საქართველოს ტერიტორიაზე არტეზიული აუზების გავრცელების არეები.
 
==ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იოსებ_ბუაჩიძე“-დან