ვეგეტატიური ნერვული სისტემა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
'''ვეგეტატიური ნერვული სისტემა''' ('''''ავტონომიური ნერვული სისტემა'''''; ''ვნს'') — [[ადამიანი]]სა და [[ხერხემლიანი ცხოველები]]ს ნერვული სისტემის ნაწილი, რომელიც არეგულირებს შინაგანი ორგანოების (მომნელებელი, სუნთქვის, სისხლის მიმოქცევის, გამრავლების, გამომყოფი და სხვ.) მოქმედებას, [[ნივთიერებათა ცვლა|ნივთიერებათა ცვლის]] პროცესებს და ამით — ყველა ქსოვილის ფუნქციურ მდგომარეობას.
 
შედგება ორი ნაწილისაგან - [[სიმპათიკური ნერვული სისტემა|სიმპათიკური]] და მისი თანამგზავრი [[პარასიმპათიკური ნერვული სისტემა|პარასიმპათიკური]], რომლებიც აინერვირებენ შინაგან ორგანოებს.
როგორც სიმპათიკური, ისე პარასიმპათიკური [[ნერვული სისტემა]] შედგება ცენტრალური და პერიფერიული ნაწილებისგან. ვეგეტაციური ნერვული სისტემის ერთიანი ცენტრები მოთავსებულია [[თავის ტვინი]]ს ჰემისფეროების ქერქში, ზოლიან სხეულში და ჰიპოთალამუსის მიდამოს ბირთვებში. ვეგეტაციური ნერვული სისტემის ნერვული ბოჭკოები ფუნქციის მიხედვით შეიძლება იყოს - მგრძნობიარე (აფერენტული), მამოძრავებელი (ეფერენტული) და სეკრეციული. ვნს-ის ნერვული ბოჭკოები, გამოსული შესაბამისი ცენტრებიდან მიემართება მომუშავე ორგანოსკენ და მისვლამდე შეწყდება მხოლოდ ერთ, რომელიმე ნერვულ კვანძში. ამგვარად, არჩევენ ორ მონაკვეთს: პირველი მონაკვეთი ცენტრიდან - კვანძამდე ანუ პრეგანგლიური ბოჭკო; მეორე მონაკვეთი კი - ნერვული კვანძიდან მომუშავე ორგანომდე ანუ რუხი ფერის პოსტგანგლიური ნერვული ბოჭკო.
 
== ლიტერატურა ==
* რამაზ ხეცურიანი, „ადამიანის ნორმალური ანატომია“, თბილისი, 2006