წითელი მოედანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 21:
'''წითელი მოედანი''' ({{lang-ru|Красная площадь}}) — [[მოსკოვი|მოსკოვის]] ყველაზე განთქმული მოედანი. მოედანი ჰყოფს [[კრემლი (მოსკოვი)|კრემლს]], ყოფილ სამეფო ციტადელს და ამჟამად [[რუსეთის პრეზიდენტი|რუსეთის პრეზიდენტის]] ოფიციალურ რეზიდენციას, ისტორიული სავაჭრო უბნისგან, ცნობილი როგორც „კიტაი-გოროდ“. ამ მოედნიდან მთავარი ქუჩები გაედინება ყველა მიმართულებით და უერთდება ქალაქის ძირითად გზატკეცილებს, შესაბამისად წითელი მოედანი ხშირად მოსკოვისა და მთლიანად [[რუსეთი|რუსეთის]] ცენტრალურ მოედნად ითვლება. [[1991]] წელს წითელი მოედანი [[იუნესკო|იუნესკოს]] მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში იქნა შეტანილი.
 
== ისტორია ==
== სახელი და წარმოშობა ==
 
ტერიტორია, რომელზეც ამჟამად წითელი მოედანი მდებარეობს ადრე ხის ნაგებობებით იყო დაკავებული. [[ივანე III]]-ის [[1493]] წლის ბრძანებით ადგილი გაწმენდილ იქნა, ვინაიდან ეს ხის ნაგებობები ხშირი ხანძრის მიზეზი ხდებოდა. ახლად გამოთავისუფლებული არე (ცნობილი როგორც „პოჟარი“ - გადამწვარი ადგილი) დროთა განმავლობაში მოსკოვის მთავარი ბაზარი გახდა. მოგვიანებით, ეს ადგილი სხვადასხვა სახალხო დღესასწაულისა და პროკლამაციებისთვის გამოიყენებოდა, შემდგომ კი რუსეთის ცართა კორონაციისთვისაც კი. მას შემდეგ მოედანი ნელ-ნელა დღევანდელ სახეს იღებს და რუსეთის მთავრობების ოფიციალური ცერემონიების გამართვის მთავარი ადგილი ხდება.
ხაზი 27:
წითელი მოედნის მდიდარი ისტორია მრავალ ხელოვნების ნიმუშშია ასახული, მათ შორის ვასილი სურიკოვის, კონსტანტინ იუონისა და სხვათა ფერწერულ ტილოებში.
 
=== სახელწოდება ===
სახელი „წითელი მოედანი“ მომდინარეობს მის ირგვლივ შენობათა აგურის ფერისგან, და არა როგორც პოპულარულად მიჩნეული [[კომუნიზმი|კომუნიზმთან]] ასოციაციით. რუსულად ასევე სიტყვა „красная“ ლამაზსაც ნიშნავს. ეს სახელი თავდაპირველად [[წმინდა ბასილის საკათედრო ტაძარი|წმინდა ბასილის საკათედრო ტაძარს]] ერქვა, მოგვიანებით კი მთელ მოედანს ეწოდა. მიიჩნევენ, რომ მოედანს მისი თანამედროვე სახელი [[XVII საუკუნე|XVII საუკუნიდან]] აქვს (რამაც „პოჟარი“ შეცვალა). მოგვიანებით ზოგიერთი უძველესი რუსული ქალაქის, როგორიცაა [[სუზდალი]], [[იელეცი]] და [[პერესლავლ-ზალესკი]], მთავარ მოედანს „წითელი“ მოსკოვის მიბაძვით დაერქვა.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/წითელი_მოედანი“-დან