მაჰაბჰარატა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 13:
== შინაარსი ==
 
ბჰარატას უძველესი შთამომავლობის პატრიარქს სამი შვილი ჰყავდა: დჰრიტარაშტრა, პანდუ და ვიდურა. უფროსი დჰრიტარაშტრა ბრმა დაიბადა, ამიტომ ტახტის მემკვიდრეობა შემდეგ ძმას - პანდუს - ერგო, მაგრამ პანდუმ თავისი ბრმა ძმა გაამეფა, თავად კი თავის მეუღლეებთან ერთად ტყეში გადაიხვეწა, სადაც მას ხუთი ვაჟი შეეძინა - ძმები ''პანდავები''. მათმათს შორის აღსანიშნავია [[არჯუნა]], [[კრიშნა]]ს მეგობარი და მოსწავლე.
 
ბრმა დჰრიტარაშტრას ასი ვაჟი ეყოლა, ცნობილნი როგორც ''კაურავები''. კაურავები შიშობდნენ, რომ პანდავები მათ ტახტს შეეცილებოდნენ, ამიტომ ცდილობდნენ ძმების განადგურებას., მაგრამ პანდავებს ბედი უღიმოდათ და ისინი ყოველთვის გადაურჩებოდნენ ხოლმე სიკვდილს.
 
საბოლოოდ, პანდავებს წილად ერგოთ საკუთარი სამეფო, რომელიც მათ კაურავებთან კენჭისყრაში ცამეტი წლით წააგეს, მაგრამ ამ ვადის გასვლის შემდეგაც კაურავებმა პანდავებს სამეფო არ დაუბრუნეს, რამაც მათს შორის ომი გამოიწვია.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მაჰაბჰარატა“-დან