ფრუნზიკ მკრტჩიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 4:
'''ფრუნზიკ (მჰერ) მკრტჩიანი''' ([[სომხ.]] Ֆրունզիկ (Մհեր) Մուշեղի Մկրտչյան; [[4 ივლისი]], [[1930]] – [[29 დეკემბერი]], [[1993]]) — საბჭოთა სომეხი მსახიობი, სსრკ-ის სახალხო არტისტი (1984).
 
დაიბადა ლენინაკანში, (ამჟამად [[გიუმრი]], [[სომხეთი]]). სწავლობდა ლენინაკანის ხელოვნების სასწავლებელსა და თეატრალურ სტუდიაში, შემდეგ ერევნის სახვითი ხელოვნებისა და თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე. 1953 წლიდან [[ერევანი|ერევნის]] სუნდუკიანის სახ. დრამატულ თეატრში მუშაობდა. მისი კინოკარიერა 1955 წელს დაიწყო. მისი ყველაზე ცნობილი როლები იყო ფილმებში როლან ბიკოვის „აიბოლიტ-66“ (1966), ლეონიდ გაიდაის „კავკასიელი ტყვე ქალი“ (1966), გიორგი დანელიას „[[მიმინო (ფილმი)|მიმინო]]“ (1977), რამაც მას ერთ-ერთი წამყვანი კომედიური მსახიობის რეპუტაცია მოუხვეჭა საბჭოთა კავშირში. თუმცა აგვარი რეპუტაცია ხშირად ჩრდილავდა მის ნამდვილ ტალანტსა და ემოციურ სიღრმეს, რომელსაც იგი მის როლებში აქსოვდა სომხური კინოკლასიკის ისეთ ფილმებში, როგორიცაა „იერანკიუნი“ (1967), „მენქ ენქ, მერ სარერე“ (1969), „ჰაირიკ“ (1973), „ნაჰაპეტ“ (1977), „ჰინ ორერი იერგე“ (1982), „მერ მანკუტიან ტანგონ“ (1985).
 
მის მრავალრიცხოვან ჯილდოთა შორის იყო საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია (1978). გარდაიცვალა ერევანში, სომხეთი, 1993 წელს.