კოდორის ხეობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 5:
 
== გეოგრაფია ==
მდინარე [[კოდორი]] მიედინება [[საქართველო]]ს ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში. იქმნება მდინარეების [[საკენი (მდინარე)|საკენისა]] და [[გვანდრა (მდინარე)|გვანდრის]] შეერთების შედეგად.
კოდორის ხეობას საკმაოდ ნაირგვარი მორფოლოგიური ხასიათი აქვს, რაც გამოწვეულია ამგები გეოლოგიური ფორმაციების ცვლით, ძველი გამყინვარების გავლენით და [[ეროზია (გეოლოგია)|ეროზიული პროცესების]] მსვლელობის პირობებით. ძველი მყინვარები, რომლებიც [[აფხაზეთის კავკასიონი|მთავარი ქედიდან]] საკენისა და გვანდრის ხეობებით ჩამოდიოდნენ, ვერ აღწევდნენ მათი შეერთების ადგილამდე და თავდებოდნენ [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 1400-1500 მ სიმაღლეზე. აღნიშნულ ხეობებს [[ტროგი|ტროგული]] ფორმა მხოლოდ ზემო ნაწილებში აქვთ; ტროგები ქვემოთკენ ტიპობრივ ეროზიულ ხეობებად იქცევიან. მდინარე [[საკენი (მდინარე)|საკენის]] ზემო წელის ხეობა ტიპობრივ ტროგულ ხასიათს ატარებს და ყურადღებას იპყრობს ფრიად წესიერად გამოსახული ბოლომორენული ზვინულებით, რომელთა რიცხვი ექვსს აღწევს.
 
== ისტორია ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კოდორის_ხეობა“-დან