კოდორის ხეობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+{{წყარო}}
No edit summary
ხაზი 4:
 
2008 წლის აგვისტოში სეპარატისტებმა რუსეთის რეგულარული არმიის დახმარებით დაიწყეს შეტევები კოდორის ხეობის (ზემო აფხაზეთი) მიმართულებით. ხეობაში შეყვანილი იქნა რუსეთის რეგულარული არმიის კუთვნილი 135 ერთეული მძიმე ჯავშანტექნიკა, მრავალი საარტილერიო დანადგარი მათ შორის ე.წ „გრადის“ ტიპის ზალპური ცეცხლის მწარმოებელი იარაღი. ხეობას რამდენიმე დღის მანძილზე ბომბავდა რუსული ავიაცია. თავდასხმის შედეგად სეპარატისტებმა დიდი ზარალი ნახეს თუმცა მათ ზურგს რუსეთის რეგულარული არმია უმაგრებდა. შედეგად 3 მასირებული შეტევის მოგერიების მიუხედავათ ქართულმა მსუბუქად შეიარაღებულმა საპოლიციო ნაწილებმა უკან დაიხიეს და 12 აგვისტოს დატოვეს ხეობა. პოლიციის ნაწილებთნ ერთად ხეობა დატოვა მშვიდობიანი მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა, რომელმაც მესტიის რაიონს შეაფარა თავი. ამრიგად, აფხაზეთის ოკუპაციიდან 15 წლის შემდეგ, ცენტრალური ხელისუფლების მიერ ავტონომიის ერთადერთი კონტროლირებადი ნაწილი კოდორის ხეობა სეპარატისტთა ხელში გადავიდა.
 
[[2011]] წლის სექტემბერში ოკუპანტებმა რუსი სამხედროებისთვის საკენსა და გენწვისში 5-სართულიანი კორპუსების მშენებლობა დაიწყეს. საგუშაგოები განლაგებულია ხეობის ოთხ სოფელში - [[საკენი|საკენში]], [[გენწვისი|გენწვისში]], [[ომარიშარა]]სა და [[ქვაფჩარა]]ში აქვთ მოწყობილი.
ამჟამად ხეობაში აფხაზური მთავრობაა განთავსებული თუმცა აფხაზები აქ მუდმივად არ ცხოვრობენ. ადგილობრივ სვანებსაც სთხოვენ უკან დაბრუნებას და ჰპირდებიან, რომ ხელს არ შეუშლიან. პრესის მონაცემებით, ამ დროისთვის ხეობაში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაბრუნებული 70 ქართული ოჯახი ცხოვრობს.<ref>[http://pirweli.com.ge/index.php?option=com_content&task=view&id=77732&Itemid=1 კოდორის ხეობაში რუსი სამხედროებისთვის ბაზების მშენებლობა მიმდინარეობს // Information Agency 'PirWeli']</ref>
== სქოლიო ==
{{სქოლიო}}
 
[[კატეგორია:აფხაზეთის გეოგრაფია]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კოდორის_ხეობა“-დან