სათაფლიის კარსტული მღვიმეები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 8:
 
საკუთრივ სათაფლიის მღვიმე ერთადერთია იმ 5 [[გამოქვაბული]]დან რომელიც გამოყენებულია ტურისტული მიზნით. საკუთრივ სათაფლიის მღვიმე მდებარებს სამგურალის სერზე, ზ.დ. 360 მეტრზე. იგი გამომუშავებულია ქვედაცარცულ შრეებრივ კირქვებში. მღვიმის შესასვლელი ძაბრისებრი ღრმულის ფსკერზე მდებარეობს. წინა ნაწილში გვხვდება [[ეროზია (გეოლოგია)|ეროზიული]] საფეხურები.<ref name="tint" /> შესასვლელიდან დაახლოებით 100 მეტრში არის ულამაზესი „გუმბათოვანი დარბაზი“, ხოლო 150 მეტრში „ნაღვენთების სასაფლაო“. მღვიმეს აქვს განშტოებებიც.
სათაფლიის მღვიმის ჯამური სიგრძეა დაახლოებით 900 [[მეტრი]]. სიმაღლე - 10 მეტრს აღემატება, ხოლო სიგანე უდრის 14-15 მეტრს.<ref name="tint" />
 
ჩასასვლელშივე ყურადღებას იპყრობს წყლის ჩხრიალი, რომელიც იქვე ხელმარცხნივ ბნელი ყელიდან მოისმის. ეს ის ბუნებრივი ხვრელია საიდანაც ჭაბუკიანი პირველად შემოვიდა ამ [[მღვიმე]]ში. მღვიმეში [[სტალაქტიტი|სტალაქტიტები]]ს და [[სტალაგმიტი|სტალაგმიტები]]ს
ხაზი 14:
კედლებთან ზღაპრულ ნაგებობათა შთაბეჭდილებას ტოვებს.
 
მღვიმე მდიდარია ქიმიური წარმონაქმნებით - გარდა [[სტალაქტიტი|სტალაქტიტებისა]] და [[სტალაგმიტი|სტალაგმიტებისა]] მღვიმეში მოიპოვება სვეტები , ლოდნარები, ნაზვავები და თიხის სქელი ნაფენები. მღვიმის [[ჰავა]] სტატიურია და უდრის 11-12 გრადუსს. აქვეა
[[ოღასყურა]]ს მიწისქვეშა დინება. ზამთრის პერიოდში ნაკადის დინება მერყევია. [[ორგანული სამყარო]] შეიცავს ობობებს, მტკნარი წყლის მოლუსკებს, სხავასხვა ჭიებს, სოკოებს, ხავსებსა და სხვ. სათაფლიის მღვიმე ადვილი მისადგომია (თუ არ ჩავთვლით მის განშტოებებს).
[[მღვიმე]] [[1925|1925 წელს]] აღმოაჩინა პეტრე ჭაბუკიანმა პირველყოფილი ადამიანის სადგომის ძებნის დროს.
 
''სათაფლიის II მღვიმე'' მდებარეობს საკუთრივ სათაფლიის მღვიმიდან დასავლეთით 700 მეტრზე და მას ასევე გეოგრაფიის ინსტიტუტის მღვიმე ეწოდება.<ref name="tint" /> იგი წარმოადგენს შრეთაშორის დაღმავალ [[მღვიმე]]ს. შესასვლელი ვიწროა. ფსკერი დასერილია [[კარი (კარსტი)|კარული]] ზედაპირებით. შესასვლელიდან დაახლოებით 80 მეტრზე იხსნება პირველი დიდი დარბაზი. გამოსაყოფია ასევე „გიგანტური დარბაზი“ და „ლოდთა დარბაზი“. დამახასიათებელია სხვადასხვა ფორმის ღრმულები, რომელიც წარმოქმნილია [[კოროზია|კოროზიის]] შედეგად. მღვიმე ძალზე მდიდარია
ქიმიური ქარმონაქმნებით. არის [[სტალაქტიტი|სტალაქტიტები]], რომლებსაც მინიატურული ფორმა აქვს. აქვეა [[სტალაგმიტი|სტალაგმიტები]], [[სტალაგნატი|სტალაგნატები]], იშვიათი [[ჰელიქტიტი|ჰელიქტიტები]] და [[ჰელიგმიტი|ჰელიგმიტებიც]] კი.
გვხვდება ასევე დიდ სისქის ნგრეული მასალა. [[ჰავა]] დინამიურია. გაედინება [[ნაკადული]], რომელიც პატარა [[ტბა]]ს აჩენს. დამახასიათებელია ფაუნის ელემენტები. გავლა ადვილია.<ref name="tint" />
 
საკუთრივ სათაფლიის მღვიმიდან 600 მეტრში იხსნება ''სათაფლიის III [[მღვიმე]]'', რომელიც ზღვის დონიდან 405 მეტრზე მდებარეობს. შედარებით პატარაა. არის [[სტალაქტიტი|სტალაქტიტები]] და ნაღვენთები. გავლა ადვილია.<ref name="tint" />
 
საკუთრივ სათაფლიის მღვიმიდან ახლო მოშორებით არის ''სათაფლიის IV [[მღვიმე]]'', რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 305 მეტრზე. გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. არის ქიმიური წარმონაქმნები.
აქვეა ''ოღასყურას მღვიმე'' (სათაფლიის მღვიმის გამოსასვლელი), რომელიც მდებარეობს [[სამგურალის სერი]]ს სამხრეთ კალთაზე. აღსანიშნავია, რომ მღვიმიდან გამოედინება ნაკადი, რომელიც დასაბამს აძლევს [[მდინარე]] [[ოღასყურა]]ს.<ref name="tint" />
 
აღსანიშნავია რომ, როდესაც ვახუშტის ინსტიტუტმა დაიწყო გეგმაზომიერი [[სპელეოლოგია|სპელეოლოგიური]] ექსპედიციების განხორციელება მთელი [[საქართველო]]ს მასშტაბით, იმ დროს გამოკვლევათა რიცხვს მიეკუთვნებოდა სათაფლიაც, რომელიც იმ დროს საფუძვლიანად აიღწერა ქართველი გეოგრაფების მიერ.
 
==რესურსები ინტერნეტში==