თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
შენობა
ხაზი 1:
[[სურათი:თბილისის_კონსერვატორია.jpg|thumb|right|300px|თბილისის კონსერვატორია]] '''ვანო სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია''' (ალ. გრიბოედოვის ქ. #8) [[საქართველო|საქართველოში]] პირველი უმაღლესი სამუსიკო სასწავლებელია. წლების მანძილზე იგი იყო [[ამიერკავკასია|ამიერკავკასიაში]] ევროპული ყაიდის ერთადერთი სამუსიკო სასწავლებელი. კონსერვატორიის დაბადების თარიღია [[1917]] წლის [[1 მაისი]]. [[1924]] წელს მას მიენიჭა სახელმწიფო კონსერვატორიის სტატუსი, [[1947]] წლიდან იგი ქართველი მომღერლის - [[სარაჯიშვილი, ვანო|ვანო სარაჯიშვილის]] სახელს ატარებს.
 
==შენობა==
ყოფილი მუსიკალური სასწავლებლის შენობა 1901-04 წლებში აშენდა არქიტექტორ [[შიმკევიჩი, ალექსანდრ|ალექსანდრ შიმკევიჩის]] პროექტით. შენობის ფასადზე არაცენტრალურად მოთავსებული, კოლონებით მონიშნული [[პორტალი]] და მის ზემოთ მდებარე გიგანტური ბრტყელი [[პილასტრი|პილასტრები]] [[რუსთაველის გამზირი (თბილისი)|შოთა რუსთაველის გამზირიდან]] ამავალი მ. ლაღიძის ქუჩის პერსპექტივას ასრულებს. ნაგებობა ეკლექტური სტილისაა: ფასადის გაფორმებაში [[რენესანსი|რენესანსულ]]-[[ბაროკო|ბაროკული]] არქიტექტურის ელემენტებია გამოყენებული, ინტერიერის მორთულობა [[არტ-ნუვო|მოდერნის]] ნიშნებს შეიცავს.
 
შენობამ მრავალი ცვლილება განიცადა: 1942 წელს ორსართულიან ნაგებობას კიდევ ორი სართული დააშენეს, რამაც უხვად მორთული [[ანტაბლემენტი]] იმსხვერპლა. 1937-42 წლებში აშენდა დიდი საკონცერტო დარბაზი. 1930-იან წლებშივე შენობის გვერდით ფასადზე მოათავსეს [[რუბინშტეინი, ანტონ|ანტონ რუბინშტეინის]] ქანდაკება, მუსიკოსისა, რომელმაც [[1891]] წლის [[24 აგვისტო]]ს გამართული კონცერტის მთელი შემოსავალი თბილისის მუსიკალური სასწავლებლის აგებას მოახმარა.
 
==ისტორია==
სხვადასხვა წლებში თბილისის კონსერვატორიას ხელმძღვანელობდნენ ცნობილი ქართველი და რუსი მუსიკოსები, მათ შორის ნ. ნიკოლაევი, ახალი ქართული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლები [[ფალიაშვილი, ზაქარია|ზ. ფალიაშვილი]], [[არაყიშვილი, დიმიტრი|დ. არაყიშვილი]], შემდგომში - გამოჩენილი კომპოზიტორები გრ. კილაძე, ი. ტუსკია, [[თაქთაქიშვილი, ოთარ|ო. თაქთაქიშვილი]], ს. ცინცაძე, ნ. გაბუნია. ამჟამად კონსერვატორიას სათავეში უდგას ცნობილი პიანისტი და მუსიკალური საზოგადო მოღვაწე მ. დოიჯაშვილი.