დროება (XIX საუკუნე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გასწორდა პუნქტუაცია
No edit summary
ხაზი 1:
{{მმ*|დროება}}
[[ფაილი:Droeba - Ilia.jpg|250px|thumb|დროება]]
'''„დროება“''', ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული [[გაზეთი]] პროგრესულ-დემოკრატიული მიმართულებისა. დაარსდა [[1866]] წლის 4 მარტს [[თბილისი4 მარტი|თბილისში4 მარტს]] თბილისში. 1866-1874 წლებში — კვირაში სამჯერ, 1877 წლიდან — ყოველდღიურად.
 
„დროებამ“ განაგრძო „[[საქართველოს მოამბე|საქართველოს მოამბის]]“ საუკეთესო ტრადიციები. გაზეთის რედაქცია იქცა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთ შტაბად, ეროვნული კულტურის ცენტრად, უდიდესი როლი ითამაშა საზოგადოებრივი აზროვნების განვითარებასა და ქართველი ხალხის ინტელექტუალურ აღმავლობაში. იგი თანაბარი სიღრმით აშუქებდა ისტორიის, ფილოსოფიის, ენათმეცნიერების, ეთნოგრაფიის, ეკონომიკის, სახალხო განათლების, ხელოვნების, ლიტერატურათმცოდნეობის, სოფლის მეურნეობის, მრეწველობის და სხვა პრობლემებს.