ასირიოლოგია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
'''ასირიოლოგია''' — [[მესოპოტამია|ძველი შუამდინარეთის]] შემსწავლელი მეცნიერება. ასირიოლოგია ფართო გაგებით, შეისწავლის ყველა იმ ძველაღმოსავლელი ხალხის ენას, კულტურას , ისტორიას, რომელიც ლურსმულ დამწერლობას იყენებდა. განსაკუთრებით, [[ასურეთი]]ს, [[ბაბილონი]]ს და მათი წინამორბედის, [[შუმერი]]ს ისტორიასა და კულტურას. ასირიოლოგიის, როგორც მეცნიერების, დაბადების თარიღად მიჩნეულია 1857წ.
 
XIX ს. შუახანებში რამდენიმე მეცნიერი აცხადებდა პრეტენზიას ლურსმული დამწერლობის წაკითხვაზე, მაგრამ სამეცნიერო საზოგადოება ეჭვის თვალით უცქერდა ამ განცხადებებს. 1857წ. ინგლისის სააზიო საზოგადოებამ ოთხ სხვადასხვა მეცნიერს - ჰინკსს, ოპერტს, ტალბოტს, რაულინსონს, რომლებიც ლურსმულის წაკითხვას იჩემებდნენ, სამი დღის ვადაში წასაკითხად გადასცა იმ ხანებში აღმოჩენილი ვრცელი ლურსმული ტექსტი (ასურეთის მეფე ტიგლატფილესერ I-ის მატიანე - მისი ე.წ. "წარწერა პრიზმაზე"). ოთხივემ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ტექსტი დაახლოებით ერთნაირად წაიკითხა. სამეცნიერო საზოგადოებამ ამით აღიარა, რომ ლურსმული დამწერლობა ჭეშმარიტად ამოკითხული ყოფილა. აი, ეს ფაქტი დაედო საფუძვლად ასირიოლოგიის, როგორც მეცნიერების დაბადების დღეს.
 
{{ესკიზი-ისტორია}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ასირიოლოგია“-დან