უჯარმა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 79:
მეორე თქმულება უკავშირდება ჯვრპატიოსნის საგანძურს. ხალხი ჰყვება, რომ XIX საუკუნის შუა წლებში ნადირობისას ერთი მონადირის (რუსი ოფიცრის) ძაღლს მელამ სოროში შეასწრო. ეს ადგილი საავტომობილო გზაზე, ჯვარპატიოსანთან არ მისული 50-60 მეტრის მანძილზეა, დღევანდელ გზის მარცხენა ბექობზე. ძაღლი არ შეეშვა და სოროს შესასვლელს ყეფით თხრა დაუწყო. მონადირეც მივიდა იმ ადგილას და ძაღლს გაქეზება დაუწყო. ცოტა ხანში ძაღლმა ჯერ ერთი ოქრო ამოაგდო მიწიდან, შემდეგ კიდევ ერთი. მონადირემ ძაღლი დააბა და თავად დაიწყო თხრა. მალე განძით სავსე სათავსოები აღმოაჩინა. რუსი დაბრუნდა მუხროვანში (სადაც დღესაც სამხედრო ნაწილია) და ეს ამბავი პრისტავს შეატყობინა. ხალხი ამბობს, რომ რუსმა სამხედროებმა გზა ორი დღით გადაკეტეს და არვის არ ატარებდნენ, ხოლო შემდეგ მუხროვანისა თუ თბილისის მიმართულები უჯარმაზე გაძლიერებული სამხედრო ბადრაგის თანხლებით ცხრა დახურული „პოვოზკა“ გაატარეს, რომლებიც აშკარად რაღაცით იყო დატვირთული{{ფაქტი}}.
 
აი, ამას გადასცემენ უჯარმელები თაობიდან თაობას. თუმცა, პირველი თქმულება ნაკლებად სავარაუდოდ უნდა მივიჩნიოთ, რამდენადაც IX საუკუნეში არაბმა აბულ ყასიმმა აიღო და დაანგრია ჭერემის, უჯარმისა და ბოჭორმის ციხეები, ხოლო ხალხი ივრის ხეობაში ერთიანად გაჟლიტა, ან ტყვედ წაასხა. ამდენად ამ ამბის მომყოლიც კი ცოცხალი არ უნდა დარჩენილიყო. ამ მოსაზრებას ისიც აძლიერებს, რომ დღევანდელი უჯარმა „მეორედ“ დაახლოებით [[ერეკლე I]]-ის დროს დასახლდა. ამიტომ ამ სოფელში ცხოვრობს თითქმის ყველა კუთხის ხალხი, კახელები, სვანები, იმერლები, ქართლელები (ხმალაძეები, სონიძეები, საღლიანები, მანაგაძეები, დათუნაშვილები, ცისკარიშვილები, ფეიქრიშვილები, ყარყარაშვილები, შავერდაშვილები, მაღალდაძეები) და ბუნებრივია, რომ ეს არ არის უჯარმის ისტორიული, ძირძველი მოსახლეობა{{ფაქტი}}.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/უჯარმა“-დან