ჯონ ფრუშანტე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ვიკიფიცირება
ხაზი 26:
მისი პირველი შეხება ჯგუფ [[Red Hot Chili Peppers]]-თან მოხდა 1985 წელს, როდესაც ჯონმა ისინი იხილა კონცერტზე. ჯგუფის მაშინდელი გიტარისტი, [[ჰილელ სლოვაკი]] გახდა მისი კერპი. ჯონმა შეისწავლა ჯგუფის სოლო-გიტარის და ბას-გიტარის ყველა პარტია, მათი პირველი სამი ალბომიდან.
 
[[1988]] წელს სლოვაკი გარდაიცვალა ნარკოტიკის გადაჭარბებული რაოდენობისგან. ჯგუფმა დაიწყო ახალი გიტარისტის ძებნა. იმ დროისთვის ჯონი მეგობრობდა ჯგუფის [[The Dead Kennedys]] დრამერ პელიგროსთან. ისინი ხშირად უკრავდნენ ხოლმე ერთად რეპეტიციებზე. ერთ-ერთ ასეთ რეპეტიციაზე პელიგრომ დაპატიჟა [[ფლი]]. იგი ძალიან მოიხიბლა ფრუშანტეს დაკვრით და დაუძახა ენტონი კიდისს, რომ მასაც ენახა ჯონი. გადაწყვეტილება უყოყმანო იყო, ფრუშანტე ჯგუფის წევრი გახდა. სწორედ ამ პერიოდში ჯონი აპირებდა ხელი მოეწერა კონტრაქტზე ჯგუფ "[[Thelonious Monster]]"-თან, თუმცა ენტონიმ და ფლიმ მათ უმალვე წაართვეს ჯონი.
 
ფრუშანტე ასევე იყო იმ საბოლოო ხუთ კანდიდატს შორის, რომლებიც გადიოდნენ მოსმენას [[ფრენკ ზაპა]]ს ბენდში მოსახვედრად. მაგრამ მან დატოვა კონკურსი საბოლოო ეტაპზე. მიზეზი ის იყო, რომ ზაპა მკაცრად უკრძალავდა ნარკოტიკებს თავისი ბენდის წევრებს.
 
ფრუშანტეს პირველი ალბომი [[Red Hot Chili Peppers]]-თან იყო "[[Mother's Milk]]". ამ ალბომში მის ნამუშევარზე მკაფიოდ იგრძნობა [[ჰილელ სლოვაკი]]ს გავლენა, რადგანაც ჯონის საკუთარი სტილი ჯერ კიდევ არ ჰქონდა ბოლომდე ჩამოყალიბებული.
 
[[1992]] წელს ალბომ "[[Blood Sugar Sex Magik]]"-ზე მუშაობა მიმდინარებობდა სახლში, რომელიც ჯგუფმა იქირავა [[კალიფორნია]]ში. ისინი იქ კვირების განმავლობაში იკეტებოდნენ, რათა მოწყვეტოდნენ გარე სამყაროს. (ეს ყველაფერი აღწერილია [[გევინ ბოუდენი]]ს ფილმ "[[Funky Monks]]"-ში). ამან თავისი შედეგი გამოიღო. ალბომმა დიდ წარმატებას მიაღწია, თუმცა წარმატებამ დიდად იმოქმედა ფრუშანტეს მდგომარეობაზე. იგი ვეღარ შეეჩვია რეალურ სამყაროში დაბრუნებას. ასევე შეირყა მისი მეგობრობა კიდისთან. საბოლოოდ მან ჯგუფი დატოვა. როდესაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ რა უთხრა მან წასვლის მიზეზად ჯგუფს, ჯონმა უპასუხა: "Just told them I went crazy" (მე უბრალოდ ვუთხარი, რომ შევიშალე).
 
[[1994]] წელს მან გამოსცა ალბომი "[[Niandra Lades and Usually Just a T-Shirt]]", მან ეს ალბომი მიუძღვნა ფლის შვილს, კლარას.
 
კოკაინისა და ჰეროინის მოხმარების შვიდწლიანმა პერიოდმა ცუდად იმოქმედა მის ჯანმრთელობაზე. აბსოლუტურად გამოფიტულ და დასუსტებულ ფრუშანტეს ჯგუფმა დაბრუნება სთხოვა და იგიც დათანხმდა. ჯონმა [[1999]] წელს ჯგუფის შემადგენლობაში ჩაწერა ალბომი "[[Californication (ალბომი)|Californication]]". მსმენელი კრიტიკულად შეხვდა ჯონის დაბრუნებას, თუმცა მან ბოლომდე გაამართლა იმედები. ეს იყო უდიდესი წარმატება მისთვის, ისევე როგორც მთელი ჯგუფისთვის.
 
[[2002]] წელს ჯგუფმა ჩაწერა ალბომი "[[By The Way]]". ამ ალბომმაც დიდი წარმატებით მოიარა მსოფლიო ჩარტები. [[2006]] წელს გამოვიდა ჯგუფის უკანასკნელი ალბომი, ჩაწერილი ჯონთან ერთად - "[[Stadium Arcadium]]". პარალელურად ჯონმა რამდენიმე სოლო ალბომიც გამოსცა.
 
[[2009]] წლის დეკემბერში ფრუშანტესგან ცნობილი გახდა, რომ მან ოფიციალურად დატოვა ჯგუფი და განაგრძობდა სოლო-პროექტებს.
 
==დისკოგრაფია==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯონ_ფრუშანტე“-დან