სპერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''სპერი''' ('''ისპირი''') ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა თანამედროვე [[თურქეთი|თურქეთის]] ტერიტორიაზე, ისტორიული [[მესხეთი|მესხეთის]] ნაწილი. იგი მდებარეობს [[ჭოროხი|ჭოროხის]] ზემო დინებაში. მკვლევართა დიდი ნაწილი სპერსა და მის მოსახლეებს მიიჩნევს აღმოსავლურ-ქართული ეთნიკური, სახელმწიფოებრივი და კულტურული წრის ნაწილად. ძვ. წ. V ს-ში [[ჰეროდოტე]] იხსენიებს მის მოსახლეობას - სასპერებს. ძვ. წ. IV-III სს-ში სპერი [[ქართლის სამეფო|ქართლის სამეფოს]] პროვინცია იყო. სპერის მხარის ერთი ნაწილი - ზემო სპერი პერიოდულად გადადიოდა ხან [[სომხეთის სამეფო|სომხეთის]], ხან [[ქართლის სამეფო|ქართლის]] მფლობელობაში. სომხეთის მფლობელობაში სპერის მხარის ეს ნაწილი მოქცეული იყო ძვ.წ. II საუკუნეში და ახ.წ. III-IV საუკუნეებში (387 წლამდე). სპერის ოლქის უდიდესი ნაწილი და საკუთრივ ძველი ქალაქი სპერი XVI საუკუნის 70-იანი წლების დამლევამდე თითქმის ყოველთვის შედიოდა საქართველოს საზღვრებში: [[XII]]-[[XIII]] სს-ში საქართველოს ფეოდალური მონარქიის გამგებლობაშია, [[XIII]] ს-დან სამცხის სამთავროში, (სამცხე-საათაბაგოში) შედის.[[XVI1578]] ს-დანწლიდან -ეს ძირძველი ქართული მხარე [[ოსმალეთი|ოსმალეთმა]] მიიტაცა. ამჟამად იგი შედის [[თურქეთი|თურქეთის]] ისპირის ვილაიეთში. სპერი უაღრესად მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ სწორედ ეს მხარე არის [[ბაგრატიონები|ბაგრატიონთა საგვარეულოს]] სამშობლო.
 
[[კატეგორია:საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სპერი“-დან