დედამიწის ატმოსფერო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
'''ატმოსფერო''' ([[ბერძნული ენა|ბერძ]]. „ἀτμός–ატმოს“- ''ორთქლი, ჰაერი'', „σφαῖρα–სფერა“-''სფერო'') — [[დედამიწა|დედამიწის]] [[ჰაერი]]ს გარსი. შედგება [[აზოტი]]ს (78 %), [[ჟანგბადი]]ს (21 %), [[ნახშირორჟანგი]]ს (0,03 %), [[ინერტული აირები]]ს, წყლის ორთქლის, მტვრისა და მიკროორგანიზმებისაგან. ატმოსფეროს სისქე 3000 კილომეტრია. აქ გამოიყოფა 3 ფენა: [[ტროპოსფერო]] – 7-18 კმ; [[სტრატოსფერო]] – 50 კმ-მდე; [[მეზოსფერო]] – 85 კმ-მდე; [[თერმოსფერო]] – 300 კმ; 600-1000კმ-ის ზემოთ კი [[ეკზოსფერო]]ა. 50 კმ სიმაღლეზე, [[ოზონი]]ს კონცენტრაცია შეინიშნება ([[ოზონსფერო]]).
[[Image:Top of Atmosphere.jpg|thumb|290px|მარცხნივ|ატმოსფეროს შემადგენელი აირები კოსმოსიდან შეხედვისას დედამიწას ცისფერ შეფერილობას აძლევენ]]
ატმოსფერო დედამიწაზე სიცოცხლის არსებობის უმთავრესი პირობაა. მისი ქვედა საზღვარი დედამიწის ზედაპირია, ხოლო ზედა პირობითად 2000-3000 კილომეტრამდე ვრცელდება. ასეთ სიმაღლეზე ჰაერი ძალზე გაიშვიათებულია. ატმოსფეროს ჰაერი ძირითადად ორი აირისგან - [[აზოტი]]სა (78%) და [[ჟანგბადი]]საგან (21%)შედგება. გარდა ამისა,ჰაერში გაბნეულია ნახშიროჟანგი (1%-ზე ნაკლები,არგონი და სხვა). როგორც ცნობილია, ჟანგბადის გარეშე სუნთქვა, წვა, ლპობა; ნახშიროჟანგის გარეშე კი - ორგანულ ნივთიერებათა წარმოქმნა. ატმოსფერო შეიცავს აგრეთვე წყლის ორთქლს, მტვერს, ყინულის კრისტლებს.
 
სიმაღლეზე ტემპერატურის ცვალებადობის, სიმკვრივისა და სხვა თვისებების მიხედვით დედამიწის ჰაერის გარსი რამდენიმე ნაწილად იყოფა.
ატმოსფეროს ქვედა ნაწილის - '''ტროფოსფეროს''' სიმაღლე, საშუალოდ,10-12 კილომეტრია. ატმოსფეროში არსებული აირების 80% ტროფოსფეროზე მოდის. ამიტომ ის ყველაზე მკვირი ფენაა. სწორედ აქაა მოყრილია ატმოსფეროს მთელი წყლის ორთქლი, აქ წარმოიქმნება ღრუბლები, მოდის წვიმა და თოვლი,ადდგილი აქვს ჭექა-ქუხილს,ყალიბდება ამინდი და სხვა. სიმაღლის მატებასთან ერთად ტროპოსფეროში ჰაერის ტემპერატურა კლებულობს.
 
ტროპოსფეროს ზევით '''სტრატოსფეროა''' (ლათინურად "სტრატუმ"„სტრატუმ“ - ფენა), რომლითაც დაახლოებით 40-50 კილომეტრის სიმაღლემდე ვრცელდება. მასში თავმოყრილია ატმოსფერული აირების მხოლოდ 20%. განსაკუთრებიდ აღსანიშნავია '''ოზონის შრე''' (20-25 კილომეტრზე), რომელიც ნთქავსშთანთქავს სიცოცხლისათის ძალზე საშიშ ულტრაიისფერ სხივებს.
ბოლო დროს შეინიშნება ოზონის შრის რღვევა, რაც დიდ საშიშროებას უქმნის ცოცხალ ორგანიზმებს. მათი წარმოქმნა ძირითადად დაკავშირებულია ატმოსფეროს ძლიერ გაჭუჭყიანებასთან.
კიდევ უფრო ზევით გრძელდება ''' მეზოსფერო'''.
 
ატმოსფეროს უდიდესი მნიშვნელობა აქვს დედამიწაზე სიცოცხლის არსებობისათვის. [[აირი]]ს ფენები დედამიწის ზედაპირზე არ უშვებს [[მეტეორი]]ტებს, ოზონის ეკრანი იცავს გამოსხივებისაგან, ჟანგბადის გარეშე წარმოუდგენელია სუნთქვა და წვა. ნახშირორჟანგი სითბური ეკრანია, ის იკავებს დედამიწისგან გამოსხივებულ სითბოს და გამოიყენება მცენარეების მიერ [[ფოტოსინთეზი]]სათვის. წყლის ორთქლი უზრუნველყოფს ნალექების წარმოშობას, მტვრის ნაწილაკები კი წარმოადგენს წყლის ორთქლის კონდენსაციის უმცირეს ბირთვებს.