ანდრია სახაროვი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 24:
დაიბადა მოსკოვში [[1921]] წელს, [[1938]] წელს ჩააბარა [[მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი|მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში]]. [[1941]] წლის ევაკუაციის შემდეგ, სამამულო ომის პერიოდში [[აშხაბადი|აშხაბადში]] გადავიდა და სწავლაც იქვე დაამთავრა. უნივერსიტეტის შემდეგ ის ულიანოვსკის ლაბორატორიაში გაამწესეს სამუშაოდ. [[1945]] წელს [[მოსკოვი|მოსკოვში]] ბრუნდება სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში თეორიულ ფაკულტეტზე სწავლის გასაგრძელებლად. [[1947]] წელს დაიცვა სადოქტორო ხარისხი.
 
[[მეორე მსოფლიო ომი|მეორე მსოფლიო ომის]] დასრულების შემდეგ სახაროვი კოსმოსურ გამოსხივებას სწავლობს. [[1948]] წელს ის მონაწილეობს [[საბჭოთა ატომური ბომბი|საბჭოთა ატომური ბომბის]] პროექტზე [[იგორ კურჩატოვი||იგორ კურჩატოვის]] ხელმძღვანელობით. პირველი საბჭოთა ატომური მოწყობილობის ტესტირება განხორციელდა [[1949]] წლის [[29 აგვისტო|29 აგვისტოს]].

[[1950]] წელს საროვში გადასვლის შემდეგ სახაროვი აქტიურ როლს ასრულებს შემდეგ ეტაპზე - წყალბადის ბომბის დამუშავებაზე. ამ მოწყობილობის პირველი ტესტირება 1953 წლის 12 აგვისტოს მოხდა. ამავე წელს ის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს იღებს და მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი ხდება. ასევე ამავე წელს ენიჭება პირველი სოციალისტური შრომის გმირის ორდენი. სახაროვი აგრძელებს მუშაობას საროვში, წყალბადის ბომბის დამუშავების დასრულებაზე, რომლის ტესტირება 1955 წელს მოეწყო. მასვე ეკუთვნის იდეა კონტროლირებადი ატომური რეაქტორისა "ტოკამაკი", რომელიც დღემდე რჩება ამ სფეროში ნამუშევრების უმრავლესობის ბაზისად.
 
== აქტივიზმი ==