Red Hot Chili Peppers: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, removed: " (68) using AWB
ხაზი 26:
რედ ჰოთ ჩილი პეპერსის თავდაპირველ შემადგენლობაში ასევე შედიოდნენ [[ჰილელ სლოვაკი]] (გიტარა) და [[ჯეკ აირონსი]] (დასარტყამი ინსტრუმენტები). სლოვაკი გარდაიცვალა ჰეროინის ჭარბად მოხმარების შედეგად, 1988 წელს. ამას მოჰყვა ჯგუფიდან აირონსის წასვლაც.<ref name="Kiedis, Sloman, 2004. p. 224">{{harvnb|Kiedis|Slomans|2004|p=224}}</ref> თავდაპირველად ჯგუფს დაემატა [[დ.ჰ. პელიგრო]] ([[Dead Kennedys]]), რომელმაც შეცვალა აირონსი. სლოვაკს ჩაენაცვლა [[ჯონ ფრუშანტე]]. მოგვიანებით პელიგრომ დატოვა კოლექტივი, თუმცა ფრუშანტეს მონაწილეობით ჩაიწერა ალბომები ''[[Mother's Milk]]'' (1989), ''[[Blood Sugar Sex Magik]]'' (1991), ''[[Californication (ალბომი)|Californication]]'' (1999), ''[[By the Way]]'' (2002) და ''[[Stadium Arcadium]]'' (2006).
 
''Blood Sugar Sex Magik,'' ჯგუფის პირველი კომერციული წარმატება, გაიყიდა 15 მილიონი ასლის ოდენობით. ფრუშანტემ კოლექტივი დატოვა 1992 წელს, მისი მხარდამჭერი ტურნეს პერიოდში. ამ დროს იგი აქტიურად იყო გატაცებული ჰეროინით. მას შემდეგ, რაც გიტარისტ [[არიკ მარშალი]]ს დახმარებით ტურნე დასრულებული იქნა, ალბომის ''[[One Hot Minute]]'' (1995) ჩასაწერად ჯგუფში მოვიდა [[დეივ ნავარო]] ([[Jane's Addiction]]). მიუხედავად კომერციული წარმატებისა, წინა ალბომის პოპულარობა მას წილად არ ხვდა. 1998 წელს ფრუშანტე, რომელიც განიკურნა ნარკოტიკული დამოკიდებულებისგან, დაუბრუნდა ჯგუფს. ჩაიწერა ახალი სტუდიური დისკი, ''[[Californication (ალბომი)|Californication]]'' (1999), რომელიც გაიყიდა 15 მილიონი ასლის ოდენობით და იქცა რედ ჰოთ ჩილი პეპერსის ახალ კომერციულ წარმატებად. სამი წლის შემდეგ მას მოჰყვა წარმატებული ''[[By the Way]]'' (2002). 2006 წელს გამოვიდა ორმაგი ალბომი ''[[Stadium Arcadium]]'' - ჯგუფისათვის პირველი ალბომი, რომელიც ამერიკის ჩარტებში #1 ადგილზე მოხვდა. მსოფლიო ტურნეს შემდეგ ჯგუფის წევრები საკუთარ პროექტებზე ზრუნავდნენ. ფრუშანტემ განაცხადა, რომ ჯგუფს ტოვებდა სოლო-კარიერაზე ყურადღების გასამახვილებლად.<ref name="JF-depart">{{cite web|url=http://www.undercover.fm/news/9709-john-frusciante-explains-his-departure-from-red-hot-chili-peppers |title=John Frusciante Explains His Departure from Red Hot Chili Peppers |publisher=Undercover.com.au |date=2010-01-29 |accessdate=2010-09-10}}</ref> იგი შეცვალა [[ჯოშ კლინჰოფერი|ჯოშ კლინჰოფერმა]], რომელიც ტურნეს Stadium Arcadium და ფრუშანტეს სოლო პროექტებზე დამატებითი მუსიკოსის სახით ჩნდებოდა. <ref name="JK-replace">{{cite web|url=http://grammycampblog.blogspot.com/2010/02/grammy-camper-nick-arnold-interviews.html |title=GRAMMY Camper Nick Arnold Interview With Red Hot Chili Peppers' Drummer Chad Smith |publisher=Grammycampblog.blogspot.com |date=2010-02-08 |accessdate=2010-09-10}}</ref> ამჟამად ჯგუფს დასრულებული აქვს მეათე სტუდიური ალბომის ''[[I'm with You (ალბომი)|I'm with You]]'' ჩაწერა. დისკი გამოიცემა 2011 წლის 30 აგვისტოს და იქნება რედ ჰოთ ჩილი პეპერსის პირველი ჩანაწერი კლინჰოფერის მონაწილეობით.
 
რედ ჰოთ ჩილი პეპერსს მიღებული აქვს 7 [[გრემი (ჯილდო)|გრემი]]ს ჯილდო. მსოფლიო მასშტაბით გაყიდულია მისი 60 მილიონი ჩანაწერი. [[ბილბორდის ცხელი ასეული|ბილბორდის ცხელ ასეულში]] სხვადასხვა დროს მოხვედრილი იყო მისი 8 სინგლი (3 სინგლი - 10-ეულში). მეინსტრიმული როკის ჩარტში წარმოდგენილი იყო ჯგუფის ხუთი #1 სინგლი, ხოლო 11 სინგლი მოხვდა თანამედროვე როკ-ჩარტის სათავეში.
ხაზი 35:
 
== ისტორია ==
 
=== 1980-იანები ===
 
Fairfax High School-ის კურსდამთავრებულებმა: ენტონი კიდისმა, ფლიმ (მაიკლ ბალზარი), [[აირონსი, ჯეკ|ჯეკ აირონსმა]], და [[სლოვაკი, ჰილ|ჰილ სლოვაკმა]] დააარსეს ჯგუფი რედ ჰოთ ჩილი ფეფერსი [[1983]] წელს. დასაწყისში მხოლოდ კონცერტებზე ჩანდნენ. თავიდანვე მიიქციეს ყურადღება თავისი უჩვეულო გამოსვლებით. სცენაზე კონცერტების დროს ფაქტიურად არაფერი ეცვათ. ალბომის ჩაწერა გაჭიანურდა. ხოლო როდესაც საქმე საქმეზე მიდგა, სლოვაკი და აირონსი სხვა პროექტით იყვნენ დაკავებულნი და ამიტომ სადებიუტო ალბომის ჩასაწერად მიწვეულნი იქნენ გიტარისტი [[შერმანი, ჯეკ|ჯეკ შერმანი]] და დრამერი [[მარტინესი, კლიფ|კლიფ მარტინესი]]. თუმცა ამ ყველაფერმა არ გაამართლა. მათი ტურნე შეიძლება ითქვას, რომ წარუმატებელი იყო. ისინი ვერ შეეწყვნენ თავიან პროდუსერს. ამას თან დაერთო კიდისის და შერმანის უთანხმოება და ამ უკანასკნელმა დატოვა ჯგუფი. ტურნეს დასასრულებლად დაბრუნდა სლოვაკი. 1985 წელს Parliament-Funkadelic-ის პროდიუსერის [[კლინტონი, ჯორჯ|ჯორჯ კლინტონის]] ხელმძღვანელობით ჩაიწერა მეორე ალბომი "Freaky Styley". მართალია, ეს ალბომი ხშირად ტრიალებდა კოლეჯების რადიოებში, თუმცა მაინც ვერ დაიკავა ადგილი მეინსთრიმში. ამის შედეგად ჯგუფი დატოვა დრამერმა. [[1986]] წელს ჯგუფს დაუბრუნდა აირონსი. 1987 წელს [[ბელინჰორნი, მაიკლ|მაიკლ ბელინჰორნის]] პროდუსირებით ჩაიწერა მესამე ალბომი - "The Uplift Mofo Party Plan". ეს ალბომი იყო ფანკის, ფსიქოდელიის და პანკის შერწყმა. ამას მოჰყვა მათი ტურნე [[ევროპა]]ში. ტურნედან დაბრუნების შემდეგ, იმავე თვეში სლოვაკი იპოვეს გარდაცვლილი. მიზეზი: [[ჰეროინი]]ს გადამეტებული დოზა. ჯგუფიდან მალევე წავიდა აირონსიც. კიდისმა და ფლიიმ დაიმატეს დრამერი ჩედ სმიტი და გიტარისტი ჯონ ფრუშიანტე. [[1989]] წელს მათ დაასრულეს ალბომი "Rockin' Freakapotamous", რომელზე მუშაობაც შეჩერებული იყო სლოვაკის გარდაცვალების გამო. განახლებულს ალბომს ეწოდა "[[Mothers milk]]". ეს იყო ფანკის, ჯაზის, [[რეპი]]ს და [[ჰევი მეტალი|მეტალის]] ნაზავი. ამ ალბომის სიმღერა "[[Knock me down]]" შევიდა საუკეთესო ათეულში და როგორც იქნა დაიმკვიდრეს ადგილი მეინსთრიმში. ალბომის წარმატებამ გამოიწვია ცხრა თვიანი ტურნე მსოფლიოს გარშემო.
 
=== 1990-იანები ===
 
ჯგუფს დაუკავშირდა Warner Brothers Records -ი. [[1991]] წელს მათ მეხუთე ალბომს პროდუსირება გაუწია [[რუბინი, რიკ|რიკ რუბინმა]]. ეს იყო "[[ბლად შუგა სექს მეჯიქი]]", რომელიც ჩაიწერა ცოცხლად. ალბომი გამოვიდა სექტემბერში. სიმღერებმა "[[Give it away]]" და "[[Under the bridge]]" მოიპოვეს უზომო წარმატება. მარტო შეერთებულ შტატებში გაიყიდა შვიდი მილიონი დისკი. [[1992]] წელს ჯგუფი დატოვა ფრუშიანტემ. რამდენიმე კანდიდატს შორის საბოლოოდ შეირჩა [[დეივ ნავარო]]. [[1995]] წელს გამოვიდა მათი მორიგი ალბომი "[[One hot minute]]". ალბომი იყო ჩვეულ სტილის (ფანკი, პანკი და ფსიქოდელია). წინამდებარე ალბომთან შედარებით ჯგუფმა ვერ მოიპოვა ისეთივე წარმატება, თუმცა სიმღერებმა "[[My friends]]" და "[[Aeroplane]]", მაინც დაიკავეს მოწინავე ადგილები ჩარტებში. ამ ალბომის შემდეგ ჯგუფი დატოვა ნავარომ. [[1998]] წელს დაბრუნდა ფრუშიანტე (ორი სოლო ალბომის შემდეგ). ჯგუფმა შექმნა მორიგი ალბომი - "[[Californication]]", რომელსაც ჯგუფის ბევრი ფანი თვლის შედევრად. ალბომი შეიცავს ისეთ ჰიტებს როგორებიცაა: "[[Scar Tissue]]" (მოიპოვა [[გრემი]]), "Otherside", "Californication", "Around the world", "Road Trippin", "Parallel Universe". ამას მოყვა ჯგუფის ტურნე, რომელიც თითქმის ორი წელი გაგრძელდა. სწორედ ამ ტურნეს დროს ჩაატარეს მათ თავისი უდიდესი კონცერტები. მათ შორის მოსკოვში. ამ კონცერტს ესწრებოდა 200 000 ადამიანი. [[2001]] წელს გამოუშვეს თავისი პირველი დივიდი - "Off The Map".
 
=== 2000-იანები ===
 
2001 წელს გამოვიდა ალბომი "[[By the way]]". სიმღერებით "By the way" და "[[Can't stop]]" ფეფერსი კვლავ მოექცა ჩარტების სათავეებში. [[2003]] წელი. აგრეთვე გამოიცა DVD დისკი - "[[Live At Slane Castle]]". [[2004]] წელს გამოვიდა მათი პირველი საკონცერტო ალბომი - "[[Live in Hyde Park]]" [[2005]] წელს დაიწყო მუშაობა ალბომზე - "[[Stadium Arcadium]]". ეს ალბომი, რომელსაც ჯგუფის წარმატებული მსოფლიო ტური მოჰყვა, გამოვიდა [[2006]] წლის აპრილში.
 
ალბომმა "[[Stadium Arcadium]]" დიდი წარმატება იქონია. მისი პროდიუსერია ცნობილი რიკ რუბინი. მიუხედავად იმისა, რომ 28 სიმღერა, შეტანილი მასში, თავდაპირველად დაგეგმილი იყო 3 სხვადასხვა ალბომზე გამოსაცემად, გადაწყვეტილება შეცვლილი იქნა. 10 სხვა სიმღერის გამოცემა დაიგეგმა სინგლებისათვის, მაგრამ გამოვიდა მხოლოდ ცხრა. ალბომი გაიყიდა 1.100.000 ასლის ოდენობით, აქედან აშშ-ში - 442.000 დისკის სახით.
 
2006 წელს დაიწყო საკონცერტო ტური, რომელიც მიეძღვნა ამ სტუდიურ ალბომს. [[ჯოშ კლინგჰოფერი]] ამ ტურის დროს პრაქტიკულად ჯგუფის მეხუთე წევრად იქცა - იგი უკრავდა დამატებით გიტარაზე, კლავიშებზე და ასრულებდა დამატებით ვოკალებს.
 
2007 წლის თებერვალში ალბომმა მიიღო 5 [[გრემი (ჯილდო)|გრემი]]: საუკეთესო როკ-ალბომის, საუკეთესო როკ-სიმღერის ("Dani California"), საუკეთესო როკ-შესრულების ვოკალის თანხლებით ("Dani California"), საუკეთესო შეფუთვის და საუკეთესო პროდიუსერის (რიკ რუბინი) კატეგორიაში. ცერემონიის დროს ცოცხლად შესრულდა იმ დროისათვის ჯგუფის პოპულარული სინგლი "Snow ((Hey Oh))".
 
== შესვენება და ფრუშიანტეს წასვლა ==
 
ალბომის Stadium Arcadium მხარდასაჭერი ტურის უკანასკნელი ეტაპის შემდეგ ჯგუფმა შეისვენა. კიდისმა ეს ახსნა ჯგუფის დაღლილობით, რომელიც გამოწვეული იყო ალბომის Californication გამოცემის შემდგომი მუდმივი ტურებით. ფრუშიანტემ საკუთარი სოლო-ალბომი გამოსცა. ჩედ სმითი მუშაობდა რამდენიმე ცნობილ მუსიკოსთან, ჯგუფის Chickenfoot შემადგენლობაში, ისევე როგორც საკუთარ სოლო-პროექტზე, [[Chad Smith's Bombastic Meatbats]]. 2008 წელს მათ მიიღეს მონაწილეობა [[ჯორჯ კლინტონი (მუსიკოსი)|ჯორჯ კლინტონი]]ს ალბომის [[George Clinton and His Gangsters of Love]] ჩაწერაში, რომელზეც შეასრულეს "Let the Good Times Roll", ცნობილი ბლუზური სიმღერა.
 
2009 წლის მაისში კიდისმა, ფლიმ და სმითმა რონ ვუდთან, ჯოშ კლინგჰოფერთან და აივენ ნევილთან ერთად დაუკრეს ცერემონიაზე MusiCares, რომელზეც დაჯილდოვდა კიდისი. კიდისს გადაეცა სპეციალური ჯილდო იმ დიდი წვლილისათვის, რომელიც მან შეიტანა ფონდის MusiCares მუშაობაში.
Line 64 ⟶ 63:
== მეათე ალბომი და ახალი გიტარისტი ==
 
2009 წლის ოქტომბერში ჯგუფი დაუბრუნდა სტუდიას და, ჩედ სმითის თქმით, დაასრულებს ალბომს 2010 წლის რომელიმე დროს. 2010 წლის 29 იანვარს ჯგუფი გამოვიდა ფონდის MusiCares მიერ ორგანიზებულ კონცერტზე, სადაც [[ნილ იანგი]]ს "A Man Needs a Maid" შეასრულა. ჯოშ კლინგჰოფერმა მათთან ერთად შეასრულა სოლო-პარტია გიტარაზე. 2010 წლის 8 თებერვალს ჩედმა დაადასტურა, რომ კლინგჰოფერი იქცევა ჯგუფის ახალ წამყვან გიტარისტად და შემდეგი ალბომი გამოვა უფრო განსხვავებული, ვიდრე Stadium Arcadium. სმითის თქმით, ჯგუფი შესანიშნავ განწყობაზეა და ახალი ალბომის შესახებ იდეებს აგროვებს.
 
== დისკოგრაფია ==
Line 86 ⟶ 85:
 
==რესურსები ინტერნეტში ==
 
* [http://www.redhotchilipeppers.com/ ჯგუფის ოფიციალური საიტი]
 
Line 93 ⟶ 91:
{{რედ ჰოთ ჩილი პეპერსი}}
{{რედ ჰოთ ჩილი პეპერსის სინგლები}}
{{Link FA|it}}
{{Link FA|simple}}
 
[[კატეგორია:ამერიკული როკ-ჯგუფები]]
 
{{Link FA|it}}
{{Link FA|simple}}
[[af:Red Hot Chili Peppers]]
[[an:Red Hot Chili Peppers]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Red_Hot_Chili_Peppers“-დან