ტროგი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Obersee.jpg|thumb|300 px| ტროგულ ხეობაში ჩამდგარი [[ტბა]], [[გერმანია]] ]]
'''ტროგი''' ([[გერმანული ენა|გერმ]]. ''Trog'' - ვარცლი) - [[მყინვარი]]ს მიერ გამომუშავებული მაღალმთიანეთის [[ხეობა]], რომელიც გამოირჩევა ვარცლისებრი მოხაზულობით და დამუშავებულია [[მყინვარი]]ს მიერ.
ტროგული [[რელიეფი]] განეკუთვნება ძველი [[გამყინვარება|გამყინვარების]] [[რელიეფი]]ს ფორმებს, რომელიც გავრცელებულია [[მსოფლიო]]ს მრავალ ადგილას (გამყინვარების მხარეებში). ტროგი სხვა მყინვარულ ფორმებთან ერთად იქმნება მყინვარული ეროზიის - დახვნის შედეგად. დამახასიათებელია ფართო ძირი და ციცაბო ფერდობები. წარმოადგენს [[მთა|მთის]] [[ხეობა]]ს, რომელშიც მოძრაობდა [[მყინვარი]] და შედეგად გამოიმუშავა ალუვიური ტერასები და ბრტყელი [[კალაპოტი]]. ხშირად ჩაკეტილია მყინვარული ცირკებითა და [[მორენა|მორენებით]]. ტროგი გრძელდება [[ფიორდი]]ს
სახით, რომელიც თავის მხრივ, [[ზღვა|ზღვითაა]] დაძირული. ტროგი ყველაზე ფართოდ გავრცელებულია [[ნორვეგია]]ში, [[ალასკა]]ში, [[პატაგონია]]ში და სხვ. სხვა მყინვარულ ფორმებთან ერთად ტროგი ეგზარაციის შედეგია. ყველაზე დიდი ტროგები სიგრძით რამდენიმე ასეულ კმ-ს აღწევენ.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტროგი“-დან