ჯანდარის ტბა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 38:
ჯანდარის ტბის ადგილას წარსულში იყო პატარა წყალსატევი. მე-19 საუკუნის 70-იან წლებში მტკვრიდან გაიყვანეს არხი. [[1927]] წელს ჯანდარის ტბა დააშრეს. ხოლო [[1928]] წელს ხელახლა შეავსეს. ზაფხულში ტემპერატურა 30-32°-ია. ზამთარში ტბა საგრძნობლად ცივდება (2-3°), იშვიათად კი იყინება, ისიც ძლიერ სუსხიანი ზამთრის დროს. ჯანდარის ტბის წყალი მომწვანო-მოყვითალო ფერისაა. მისი გამჭირვალობა დაახლოებით 1 მ-ია. წყალს აქვს ოდნავ არასასიამოვნო სუნი და გემო. სასმელად უვარგისია.
 
ჯანდარის ტბით ირწყება [[აზერბაიჯანი]]ს (ყაზახის რაიონი) მინდვრები და საქართველოს გარდაბნის რაიონის მიწები. მიმდინარე საუკუნის 60-იან წლებში ცნობილმა იქთიოლოგმა ბურჭულაძემ ჯანდარის ტბაში აღრიცხა [[21]] სახეობის და ქვესახეობის [[თევზი]]. ჯანდარის ტბა (წყალსაცავი) საქართველოს შიდა წყალსატევთაგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია თევზრეწვისა და სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერისათვის.
 
ტბაში მოიპოვება ნაფოტის ქვესახეობა [[მტკვრის ნაფოტა]], [[კობრი]], [[ჭანარი]], [[ლოქო]], [[სქელშუბლა]] და სხვ.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯანდარის_ტბა“-დან