ჯანდარის ტბა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 34:
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყალსატევია აღმოსავლეთ საქართველოში. იგი მდებარეობს [[მტკვარი|მტკვრის აუზში]]. ტბა წყალსაცავის ტიპისაა და გამდინარეა, მისი ნახევარი სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს [[აზერბაიჯანი]]ს ტერიტორიაზეც. ტბის ჩრდილო-დასავლეთით ნაწილში არის მომცრო ზომის ყურე. ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით საკმაოდ განიერი და ღრმაა. ნაპირები უმეტესწილად დამრეცი და დაბალია. წყლის მაქსიმალური დონის დროს ნაპირების მნიშვნელოვანი ნაწილი იტბორება. დაჭაობებულია ჩრდილო-დასავლეთი ნაპირიც. აქ განვითარებულია, ხისტი ჭაობის მცენარეულობა (ძირითადად [[ლელი]] და [[ლაქაში]]). არხის შესართავის მიდამოებში გვხვდება აგრეთვე შვიტი ანუ ძორის ძუა.
 
ჯანდარის ტბა [[თბილისი]]ს სამხრეთ-აღმოსავლეთით [[50]] კმ-ის დაშორებით, [[რუსთავი]]დან კი [[20]] კმ-ის მანძილზე მდებარეობს. ჯანდარის ტბა ძირითადად ივსება მტკვრის წყლით, რომელიც შედის გარდაბნის სარწყავი სისტემის არხით. ატმოსფერული და მიწისქვეშა წყლების მონაწილეობა მის კვებაში უმნიშვნელოა. ჯანდარის ტბას არა აქვს ერთი ბუნებრივი ან მუდმივი შენაკადი. ტბის ფსკერი სწორია და დაფარულია რუხი ფერის ლამით.
 
ჯანდარის ტბის ადგილას წარსულში იყო პატარა წყალსატევი. მე-19 საუკუნის 70-იან წლებში მტკვრიდან გაიყვანეს არხი. [[1927]] წელს ჯანდარის ტბა დააშრეს. ხოლო [[1928]] წელს ხელახლა შეავსეს. ზაფხულში ტემპერატურა 30-32°-ია. ზამთარში ტბა საგრძნობლად ცივდება (2-3°), იშვიათად კი იყინება, ისიც ძლიერ სუსხიანი ზამთრის დროს. ჯანდარის ტბის წყალი მომწვანო-მოყვითალო ფერისაა. მისი გამჭირვალობა დაახლოებით 1 მ-ია. წყალს აქვს ოდნავ არასასიამოვნო სუნი და გემო. სასმელად უვარგისია.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯანდარის_ტბა“-დან