მინერალოგია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 36:
== მინერალოგიური ჟურნალები ==
== მინერალოგია საქართველოში ==
საქართველოში მინერალოგიური ცოდნა ძველთაგანვე იყო გავრცელებული; ამაზე მეტყველებს ძვირფასი და სანახელავო ქვების ფართო გამოყენება, დადასტურებული მატერიალურ კულტურული ძეგლებით.
 
მინერალოგიური შინაარსის უძველესი წერილობითი წყარო - ეპიფანე კვიპრელის (319-403) მინერალოგიური ტრაქტატის თარგმანი "თვალთა" - შემოგვინახა "შატბერდის კრებულმა" (X ს.).
მინერალოგიური შინაარსის თხზულებები დაცულია აგრეთვე სხვა ძველ ქართულ ხელნაწერებში. [[მინერალი|მინერალთა]] და [[ქანი (გეოლოგია)|ქანთა]] გამოყენებითი კლასიფიკაცია ჩამოყალიბებული აქვს [[სულხან-საბა ორბელიანი|სულხან საბა ორბელიანს]] თავის "სიტყვის კონაში".
 
ცნობები მინერალებისა და ქანების შესახებ გვხვდება [[ვახტანგ VI]]-ის თხზულებაში "წიგნი ზეთების შეზავებისა და ქიმიის ქმნის", [[ვახუშტი ბატონიშვილი]]ს ნაშრომში "[[აღწერა სამეფოსა საქართველოსა]]", ძველ ქართულ სამკურნალო წიგნებში "კარაბადინებში", [[იოანე ბატონიშვილი]]ს "კალმასობაში", მისსა და თეიმურაზ ბატონიშვილის ლექსიკოგრაფიულ ნაშრომებში.
 
ძველი ქართული მინერალოგიურ-პეტროგრაფიული ტერმინოლოგიის გამოვლენისა და ახალი დამუშავების საქმეში გარკვეული როლი შეასრულეს XIX ს. II ნახევარში შექმნილმა ლექსიკოგრაფიულმა ნაშრომებმა, რომელთაგან აღსანიშნავია რ. ერისთავის "მოკლე ქართულ-რუსულ-ლათინური ლექსიკონი : მცენარეთა, ცხოველთა და ლითონთა სამეფოებეებიდგან" (თბ., [[1884]] წ.).
 
მინერალოგის დარგში თანამედროვე მეცნიერული კვლევის ჩასახვა დაკავშირებულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებასთან, სადაც [[1919]] წელს [[ალექსანდრე თვალჭრელიძე|ალექსანდრე თვალჭრელიძის]] ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა მინერალოგიისა და პეტროგრაფიის კათედრა, მასვე ეკუთვნის [[ქართული ენა|ქართულ ენაზე]] დაწერილი პირველი სამეცნიერო შრომები მინერალოგიის დარგში.
 
[[1938]] წელს ილ. ყიფშიძის, გ. გვახარიასა და [[გიორგი ძოწენიძე|გიორგი ძოწენიძის]] ავტორობით გამოვიდა მინერალოგიის პირველი ორიგინალური სახელმძღვანელო ქართულ ენაზე.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მინერალოგია“-დან