კენეთ კაუნდა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის დამატება: vi:Kenneth Kaunda
No edit summary
ხაზი 64:
 
ზამბიის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ერთ-ერთი ლიდერი დაიბადა ჩრდილოეთ როდეზიის (ახლანდელი ზამბია) ჩრდილოეთ პროვინციაში. იგი რვა დედმამიშვილს შორის ყველაზე უმცროსი იყო. [[1951]] წლამდე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ჩრდილოეთ როდეზიის ჩრდილოეთ რეგიონებში. 50-იანი წლების ბოლოს აქტიურად ჩაება დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში, რისთვისაც რამდენჯერმე მოუწია ციხეში ჩაჯდომა. [[1958]] წელს დააარსა [[ზამბიის აფრიკული ეროვნული კონგრესი]], რომლის საქმიანობაც აიკრძალა [[1959]] წელს, ხოლო კაუნდა კვლავ ციხეში ჩასვეს. ამ პერიოდში მისმა თანამებრძოლებმა დააარსეს [[ეროვნული დამოუკიდებლობის გაერთიანებული პარტია]], რომელიც ფაქტიურად დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში ზამბიის აფრიკულ ეროვნულ კონგრესს ჩაენაცვლა. [[1960]] წელს, როდესაც კაუნდა გაათავისუფლეს ციხიდან გახდა ახლადჩამოყალიბებული პარტიის პრეზიდენტი. [[1961]] წელს კი ჩრდილოეთ რეგიონებში დაიწყო დაუმორჩილებლობის კამპანია (ე.წ. ''"ჩა-ჩა-ჩა კამპანია"''): წვავდნენ სკოლებს, ბლოკირებას უკეთებდნენ გზებს... 1964 წელს პარტიამ მოიგო საპარლამენტო არჩევნები და კაუნდა გახდა ქვეყნის პირველი პრემიერ-მინისტრი, [[1964]] წლის [[24 ოქტომბერი|24 ოქტომბერს]] კი ქვეყნის პირველი პრეზიდენტი.
 
 
== აფრიკული სოციალიზმი ==
 
კაუნდამ ზამბია აქცია ერთპარტიულ ქვეყანად. დაამყარა პარტიული [[დიქტატურა]]. [[1964]] წელს გამოაცხადა [[საგანგებო მდგომარეობა]], რომელიც ფაქტიურად შეინარჩუნა [[1991]] წლამდე. შეიმუშავა მემარცხენე ეროვნულ-სოციალისტური იდეოლოგია ე. წ. ''"ზამბიური ჰუმანიზმი"'', რომელიც იყო [[აფრიკული სოციალიზმი]]ს გამოვლინება (მსგავსი "ანომალიები" ახასიათებდა ამ პერიოდის აფრიკული სახელმწიფოების უმრავლესობას). მსგავს სისტემას აშენებდა: [[კვამე ნკრუმა]] - [[განა]]ში, [[ჯულიუს ნიერერე]] - [[ტანზანია]]ში, [[მობუტუ სესე სეკო]] - [[კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა|ზაირში]] და ა. შ.
 
 
== რესურსები ინტერნეტში ==
Line 79 ⟶ 77:
{{მემკვიდრეობის ყუთი | წინამორბედი= | ტიტული=[[ზამბიის პრეზიდენტი]]<br> | წლები=[[1964]] &ndash; [[1991]] <br>| შემდეგი= [[ფრედერიკ ჩილუბა]]}}
{{დაასრულე ყუთი}}
 
 
{{DEFAULTSORT:კაუნდა, კენეთ}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კენეთ_კაუნდა“-დან