საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის ...
 
No edit summary
ხაზი 1:
{{ვიკი}}
საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დაარსებას 1929 წელს ალექსანდრე გრიბოედოვის საიუბილეო გამოფენა დაედო საფუძვლად. მუზეუმის პირველი მასალაც სწორედ ამ გამოფენაზე წარმოდგენილი ნივთებისგან შედგებოდა, რასაც სამუზეუმო საქმის დიდმა მცოდნემ, სათეატრო მუზეუმის გამგემ, შემდგომში მოსკოვში ანდრეი რუბლიოვის მუზეუმის დამაარსებელმა დავით არსენიშვილმა მოუყარა თავი.
მუზეუმი ოფიციალურად 1930 წელს ტიციან ტაბიძის თაოსნობით და მწერალთა ფედერაციის გადაწყვეტილებით გაიხსნა, სადაც მთაწმინდაზე დაკრძალულ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა - დიმიტრი ყიფიანის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ნიკო ნიკოლაძის და სხვა მწერლების შესახებ სამუზეუმო ექსპონატებს თავმოყრა დაიწყეს. მუზეუმის გამგედ 1931 წელს გიორგი ლეონიძე დაინიშნა.