სულთმოფენობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Icon-Pentecost.jpg|thumb|სულთმოფენობის [[მართლმადიდებლობა|მართლმადიდებლური]] [[ხატი]]. ქვედა ნაწილზე გამოსახულია [[ალეგორია|ალეგორიული]] ფიგურა, სახელად [[კოსმოსი (ფილოსოფია)|კოსმოსი]], რაც სიმბოლურად გამოხატავს [[სამყარო]]ს.]]
[[ამაღლება (დღესასწაული)|ამაღლების]] შემდეგ [[ქრისტეს მოციქულები|მოწაფეები]] [[იერუსალიმი|იერუსალიმში]] დაბრუნდნენ. ისინი ერთად ელოდებოდნენ დაპირებული ნუგეშისმცემლის - [[სულიწმიდი]]ს - მოვლინებას. და აი, ამაღლებიდან მეათე დღეს (რომელიც [[აღდგომა|აღდგომიდან]] ორმოცდამეათე დღეა), დილის ცხრა საათზე, [[იერუსალიმი|იერუსალიმში]] მოულოდნელად ამოვარდა უცნაური ქარი, ციდან გარდამოვიდა ღმრთაებრივი ცეცხლი და მოწაფეებს ცეცხლის ენების სახით დაადგა თავზე. მოწაფეებმა, რომლებიც მანამდე [[ებრაელები|ებრაელებთან]] შეხვედრას ერიდებოდნენ, საოცარი ძალით დაიწყეს ქადაგება სხვადასხვა ენაზე. სულიწმიდის მადლი [[იესო ქრისტე|ქრისტეს]] 120 მოწაფეზე გადმოვიდა, მაგრამ უკვე პირველ დღეს წმ. [[პეტრე მოციქული]]ს პირველივე ქადაგებამ 3000 ადამიანი მოაქცია. სულთმოფენობის დღესასწაულზე, რომელიც ასევე [[თორმეტი უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული|ათორმეტთაგანიათორმეტთაგანია]], [[აღდგომა|აღდგომიდან]] ორმოცდამეათე დღეს ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა სრულდება; წირვის შემდეგ იკითხება მუხლმოდრეკის ლოცვები, რა დროსაც პირველად იყრიან მუხლს აღდგომის დღესასწაულის შემდეგ. ამ დღეს [[ქრისტიანობა|ქრისტიანები]] ასევე პირველად ამბობენ [[სულიწმიდა|სულიწმიდის]] მოწვევის ლოცვას „მეუფეო ზეცათაო“....
 
სულთმოფენობის დღესასწაულს მეტად ღრმა სიმბოლური მნიშვნელობა აქვს: როდესაც წმ. წინასწარმეტყველი [[მოსე]] [[ებრაელები|ებრაელებს]] [[ძველი ეგვიპტე|ეგვიპტიდან]] გამოუძღვა, მან ისინი მეორმოცე დღეს [[სინას მთა|სინას]] წმ. მთასთან მიიყვანა, ხოლო ორმოცდამეათე დღეს მისცა ღმრთაებრივი სჯული [[ძველი აღთქმა|ძველი აღთქმისა]]. აქედან მოყოლებული, დღე სჯულის მიღებისა ებრაელებისათვის უდიდესი ყოველწლიური დღესასწაული იყო, რომლის დროსაც [[იერუსალიმი|იერუსალიმში]] მთელი მაშინდელი მსოფლიოდან თითქმის ყველა ებრაელი იკრიბებოდა. [[იესო ქრისტე|ღმერთმა]] სწორედ ამ დღეს მოუვლინა მოწაფეებს [[სულიწმიდა|სულიწმიდის]] მადლი, რაც [[ძველი აღთქმა|ძველი სჯულის]] [[ახალი აღთქმა|ახლით]] შეცვლის ნიშანი იყო. ეს დღე ქრისტეს ეკლესიის დაარსების დღედ ითვლება.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სულთმოფენობა“-დან