აფხაზები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 54:
{{მთავარი|საქართველოს ისტორია}}
=== [[პირველყოფილი საზოგადოება|პრეისტორიული ხანა]] ===
[[ადამიანი]]ს პირველი ნამოსახლარები [[აფხაზეთი]]ს ტერიტორიაზე წარმოდგენილია 400-100 ათასი წლის წინანდელი აშელის კულტურის სახით. [[არქეოლოგია|არქეოლოგიური]] პერიოდიზზაციითპერიოდიზაციით იგი [[ქვის ხანა|ქვის ხანის]] ადრეულ ეტაპს განეკუთვნება. [[ძვ. წ. V ათასწლეული]]ს მეორე ნახევრისა და [[ძვ. წ. IV ათასწლეული]]დან [[აფხაზეთი]]ს მოსახლეობა ლითონის ათვისებას იწყებს. აფხაზეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი [[ბრინჯაო]]ს ნაკეთობები ძირითადად [[ძვ. წ. III ათასწლეული]]თაა დათარიღებული<ref name="PDF1"/>.
 
ადრეული ხანიდან [[ძვ. წ. II ათასწლეული|ძვ. წ. II ათასწლეულამდე]] დასავლეთ [[საქართველო]]ს ზოგიერთი რეგიონის, მათ შორის თანამედროვე [[აფხაზეთი]]ს ტერიტორიის მცხოვრებთა ეთნიკური წარმომავლობა აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. მეცნიერთა უმრავლესობა თვლის, რომ ამ პერიოდში რომელიმე კონკრეტულ ეთნოსზე მსჯელობა შეუძლებელია. [[ძვ. წ. II საუკუნე|ძვ. წ. II საუკუნიდან]] ანტიკურ ხანამდე ამ ტერიტორიაზე მოპოვებული მასალების საფუძველზე მეცნიერებს გამოაქვთ ის დასკვნა, რომ დასავლეთი [[საქართველო]] ამ პერიოდში კოლხური ტომებით იყო დასახლებული. ამ ტომებში გამოიყოფა ცალკეული სუბეთნიკური ჯგუფებიც, თუმცა ერთიანობაში ისინი საერთო [[კოლხები|კოლხურ]] კულტურას ქმნიან<ref>{{ru}} О. М. Джапаридзе, Западногрухинская культура, იხ. Очерки истории Грузии, I, тб., 1989. გვ. 119-140.</ref>. დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართველური მოსახლეობის არსებობას ამ პერიოდისათვის მეცნიერები ასაბუთებენ ასევე ქალაქ [[სოხუმი]]ს სახელწოდების ქართველური წარმომავლობით — „ცხუმი“ [[სვანური ენა|სვანური ენიდან]] მომდინარეობს და [[რცხილა]]ს ნიშნავს<ref>{{ru}} Г. М. Меликишвили, К вопросу об этиической принадлежиности населеня древней Грузии, მით. Очерки, გვ. 182-183.</ref>. არსებობს ასევე [[არგონავტები|არგანავტების ბერძნული მითის]] ლინგვისტიკურლინგვისტურ კვლევაზე დამყარებული მოსაზრება არგონავტთა მოსვლისას აქ [[ქართველური ენები|ქართველური ენის]] არსებობის თაობაზე<ref>{{ru}} Т. В. Гамкрелидзе, Вяч. Вс. Иванов. Иидоевропейский язик и индоевропейцы, II, тб., გვ. 907-909</ref>.
 
[[ანტიკური ხანა|ანტიკურ ხანამდე]] აფხაზეთის მოსახლეობის შესახებ ცნობები დაცულია ადრეული [[ანტიკური ხანა|ანტიკური ხანის]] ბერძენ მწერლებთან — ჰეკატე მილეტელთან ([[ძვ. წ. VI საუკუნე]]), [[ჰეროდოტე]]სთან ([[ძვ. წ. V საუკუნე]]), სკილაქს კარიანდელთან ([[ძვ. წ. IV საუკუნე]]), [[სტრაბონი|სტრაბონთან]] ([[ძვ. წ. I საუკუნე|ძვ. წ. I]]-[[I საუკუნე]]ები) და სხვა. მათ წყაროებში [[კოლხები]]თ მთლიანად დასახლებული ჩანს დასავლეთი [[საქართველო]] [[დიოსკურია]]მდე (დღევანდელ [[სოხუმი|სოხუმამდე]]), რის შემდეგაც იწყება ეთნიკურად ნარევი მოსახლეობის განსახლების არეალი. დიოსკურიის ჩრდილო-დასავლეთით [[კოლხები|კოლხებთან]] ერთად იხსენიებიან კერკეტები, კორაქსები და სხვები, რომელთაც მეცნიერთა ნაწილი ჩრდილოკავკასიური წარმომავლობის ხალხებათ თვლის, ნაწილი კი [[კოლხები]]ს სუბეთნიკურ ჯგუფებად მიიჩნევს<ref name="PDF2">{{ka}}, {{ru}}, {{en}} [http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0001/000080/abxazi_i_abxaziya.pdf მ. ლორთქიფანიძე, აფხაზები და აფხაზეთი, თბილისი, 1990]</ref>.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აფხაზები“-დან